„რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მიმართ ენთუზიაზმი თანდათან იკლებს, თუმცა ეს შეცდომაა, რადგან სწორედ ახლაა საჭირო სანქციების როგორც შენარჩუნება, ისე გაძლიერება”- აცხადებს ლიეტუვის პრეზიდენტის უფროსი მრჩეველი, დეივიდას მათულიონისი.
მათულინიოსმა საუბარში აღნიშნა,რომ ევროკავშირი რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის დაწესებაზე შეთანხმებამდე უნდა მივიდეს. მისი თქმით, რუსეთის მიმართ ახალ შეზღუდვებზე უარის თქმა შეცდომა იქნებოდა,ვინაიდან ზეწოლას შედეგი მოჰყვება.
„რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მიმართ ენთუზიაზმი თანდათან იკლებს, თუმცა ეს შეცდომაა, რადგან სწორედ ახლაა საჭირო სანქციების როგორც შენარჩუნება, ისე გაძლიერება. ნამდვილად ჩანს, რომ თვითონ რუსეთის პოზიციაში გარკვეული მერყეობა შეინიშნება“.- განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტის მრჩეველმა მათულინიოსმა.
მან ხაზი გაუსვა იმას, რომ თუ დასავლეთს ნამდვილად სურს აიძულოს რუსეთი უკრაინასთან მშვიდობის შესახებ მოლაპარაკებები დაიწყოს- „მაშინ სანქციების გაძლიერების გარეშე, ამის მიღწევა გაგვიჭირდება“.
სანქციების 21-ე პაკეტზე მსჯელობს სწორედ ახლა ევროკავშირი. ვრცელდებოდა ის ინფორმაციაც, რომ გარკვეულმა ქვეყნების ჯგუფმა, რომელთა შორისაც არიან საბერძნეთი და ავსტრია, ამ პაკეტის მიმართ პრეტენზიები სხვადასხვა მიზეზით გამოთქვა.
