Tuesday, July 21, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ადვოკატის ინფორმაციით, თელავში, ქორწილში მომხდარ ინციდენტში მონაწილე რუსეთის მოქალაქეებს საქართველოს დატოვება აეკრძალათ

July 20, 2026
შსს: დავაკავეთ პირი, ვინც სასტუმროში ქალს დაარტყა

თელავის სასტუმროში მომხდარ ინციდენტში მონაწილე რუსეთის მოქალაქეებს რამდენიმე დღით ქვეყნის დატოვების აკრძალვა აქვთ. აღნიშნულის შესახებ ინციდენტში მონაწილე ქალის ადვოკატმა, ლალი აფციაურმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

როგორც აფციაური აღნიშნავს, ქვეყნიდან გაუსვლელობაზე ისინი საგამოძიებო ორგანომ გააფრთხილა.

„უკრაინელები – რუსეთის მოქალაქეები არიან. დაზარალებული მათ შორის, თურქეთის მოქალაქეცაა. რა თქმა უნდა, გამოიკითხნენ, ჩვენება მისცეს, აღწერეს მომხდარი მოვლენები. მოკლედ გეტყვით, რადგან გაუთქმელობაზე მაქვს ხელი მოწერილი მეც და ამ გოგოებსაც“, – აცხადებს აფციაური.

კითხვაზე, გამორიცხავს თუ არა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის წინააღმდეგ, შესაძლოა, უახლოეს პერიოდში, სამართლებრივი დევნა დაიწყოს, რადგან დაკავებულ გიორგი ჭიღლაძეს კისრის არეში დაზიანებები აქვს, ადვოკატი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე, ამაზე საუბარი არ არის.

„მე იურისტი ვარ და წინასწარ ამის გამორიცხვა არ შემიძლია, მაგრამ ამ ეტაპზე საუბარი ძიების მწარმოებელ ორგანოსთან არ გვქონია. ელემენტარულად დადგენა უნდა, [დაკავებულს] ვინ მიაყენა დაზიანება, რადგან კადრებში, რომელიც გავრცელდა, ამ გოგონასგან რომ ყელის არეში რამე შეხება ჰქონდა, არ ჩანს. მახრჩობდაო ამბობს, ეს გოგო 60-კილოიანია და დათვის ხელები საიდან აღმოჩნდა მის ყელზე, ვერ გეტყვით. დაიწყოს გამოძიება, თუ ექნება ეს გამოძიებას, არც ეს არის პრობლემა“, – აცხადებს აფციაური.

კითხვაზე, ჰქონდა თუ არა რუსეთის მოქალაქეების მხრიდან პროვოკაციულ ქმედებებს, სიტყვიერ შეურაცხყოფასა და აპარატურის დაზიანებას ადგილი, ადვოკატი ამასაც გამორიცხავს.

„ამ ქორწილში, 120 კაცი იყო მოწვეული, თუ ასეთ ფაქტს ადგილი ჰქონდა და გრძელდებოდა გარკვეული დროის განმავლობაში, დავიჯერო, ფანრიანი „ნოკიაც“ არავის ჰქონდა, რომ გადაეღო?“, – აცხადებს აფციაური.

რაც შეეხება ვიდეომასალას, სადაც ქორწილის მონაწილეები რუსეთის მოქალაქეებს მოუწოდებენ კარგად მოქცევისკენ, ადვოკატი აცხადებს, რომ ვიდეოში ასახული არაა, ვისგან დაიწყო ინციდენტი.

„ასე დავდგები კორპუსთან და იმდენ მოწოდებას გავაკეთებ, რომ ვერ დაითვალოთ. რატომ და ვისგან დაიწყო ეს ყველაფერი, რატომ არ აქვთ? ან ეს გოგონები რა პასუხს სცემენ? დადგა ქვემოდან და ხელების ქნევით ჩაატარა მიტინგი, რაზე, რის გამო, ხომ უნდა ვიცოდეთ?“, – აცხადებს ადვოკატი.

ჩაკითხვაზე, ჰქონდა თუ არა მათი მხრიდან აპარატურის დაზიანებას, სითხის გადმოსხმას ადგილი, ასე პასუხობს:

„არ გაგიკვირდეთ რომ ვიცინი. „დაგუგლეთ“ ეს სასტუმრო და ნახეთ, როგორია. რა უნდა გადმოასხათ იქიდან ისეთი, რომ ის გადმოაცილოთ ორ სახურავს და აპარატურას დაესხას? ჩახედეთ სურათს და მიხვდებით… დაზარალებული არის ერთი, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი. გადახედეთ, სურათს, ზუსტად ის აივანი ჩანს, სადაც ეს გოგონები იდგნენ და ეს ინციდენტი მოხდა…. ქვემოდან რომ აგინებდნენ, ეჩხუბებოდნენ და უცენზურო სიტყვებით მიმართავდნენ, ამის კადრები არის“, – აცხადებს აფციაური.

კითხვაზე, თუ ასეთი კადრები არსებობს, რის გამო აგინებდნენ რუსეთის მოქალაქეებს, ადვოკატი პასუხობს, რომ „მათი მხრიდან შამპანურის გახსნა არ მოეწონათ“.

„ისინი დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდნენ, აივანზე გახსნეს შამპანური და ამას მოჰყვა ეს ყველაფერი. კატეგორიულად გამორიცხავენ პროვოკაციულ ქმედებებს. კატეგორიულად გამორიცხავენ მითუმეტეს, იმ ქმედებას, რასაც ამბობენ, რომ აფურთხებდნენ, წყალს ასხამდნენ. სხვათა შორის, იმ კონკრეტულ შემთხვევაში, წვიმდა“, – აცხადებს ადვოკატი.

კითხვაზე, წვიმამ დაასველა თუ არა აპარატურა, ადვოკატი პასუხობს, რომ „არ იცის“.

„არ ვიცი, მე ინფორმაციის სახით გაწვდით. აპარატურა გაფუჭდა? ექსპერტიზამ დადო დასკვნა, რომ გაფუჭდა? აპარატურის მეპატრონეს ჰკითხავდნენ, რომელიც ამბობდა, ახლა არ არის გაფუჭებული, უკრავს, მაგრამ 3 დღეში შეიძლება გაფუჭდესო“, – განაცხადა აფციაურმა.

კითხვაზე, იყო თუ არა ადგილზე პოლიცია გამოძახებული, ვინაიდან სასტუმროს განმარტებით, მათ ფიზიკური დაპირისპირების დაწყებამდე გამოიძახეს პოლიცია, ადვოკატი პასუხობს, რომ „ეს თემა ჯერ არ გაურკვევია, ვინაიდან გვიან ჩავიდა“.

კითხვაზე, აქვთ თუ არა რუსეთის მოქალაქეებს ქვეყნის დატოვების აკრძალვა, ადვოკატი აცხადებს, რომ ისინი ამაზე გაფრთხილებულები არიან.

„გაფრთხილება აქვთ, რომ რამდენიმე დღე არ უნდა დატოვონ ქვეყანა და არც ტოვებენ…

ყველა ადამიანი თავის დანაშაულზე აგებს პასუხს, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, თუ ვინმე უცხო პირი, ვინც დანაშაულს ჩადის, ყველა პასუხს აგებს“, – განაცხადა აფციაურმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • თბილისში სატვირტო ამწისა და სამგზავრო ავტობუსის შეჯახების შედეგად 2 მგზავრი მსუბუქად დაშავდა
  • საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე უცხო ქვეყნის ცხრა მოქალაქე დააკავეს
  • “ერთი-ორი მაღალჩინოსანი ვიცი ნაცებზე მეტად რომ ვძულვარ…” – რას წერს ჯღარკავა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge