Friday, July 17, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

არქიტექტორთა ასოციაცია რიყის დოქების დანგრევას ვანდალიზმად აფასებს

July 17, 2026
არქიტექტორთა ასოციაცია რიყის დოქების დანგრევას ვანდალიზმად აფასებს

მასიმილიანო ფუქსასის ნამუშევრის დანგრევა აღიქმება როგორც კულტურული ვანდალიზმი და უპატივცემულობა მსოფლიო დონის ხელოვნების მიმართ, – ასე ეხმიანება “ოცნების” გადაწყვეტილებას არქიტექტორთა ასოციაცია.

ორგანიზაციის შეფასებით, უნიკალური ნაგებობის დემონტაჟის ნაცვლად შესაძლებელი იყო მისი ახალი ფუნქციით დატვირთვა, თუმცა Studio Fuksas-ის არაერთ მცდელობას, მთავრობასთან თანამშრომლობისა და უფასო კონსულტაციების შეთავაზების შესახებ, პასუხი არ მოჰყოლია.

მასიმილიანო ფუქსასი თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი არქიტექტორია. მისი ნამუშევრის დანგრევა აღიქმება როგორც კულტურული ვანდალიზმი და უპატივცემულობა მსოფლიო დონის ხელოვნების მიმართ.

საზოგადოებისთვის გაუგებარია, რატომ ეთმობა ასეთი დიდი ყურადღება და რესურსი უკვე არსებული, უნიკალური ნაგებობის დემონტაჟს, მაშინ როდესაც ქალაქის სხვა ნაწილებში უხარისხო და ქაოტური მშენებლობები შეუფერხებლად გრძელდება.

ექსპერტები ითხოვდნენ ღია საერთაშორისო კონკურსის გამოცხადებას, რათა არქიტექტორებს შენობის შიდა სივრცე ახალი რეალობისთვის მოერგოთ. ნაცვლად დანგრევისა, არსებული კარკასის ბაზაზე შესაძლებელი იყო სასტუმროს, კომერციული თუ საზოგადოებრივი ცენტრის ინტეგრირება.

ვინაიდან ერთ-ერთი დოქი თავიდანვე საგამოფენო სივრცისთვის იყო განკუთვნილი, არსებობდა იდეა, რომ ნაგებობა ქცეულიყო მულტიფუნქციურ კულტურულ ჰაბად, სადაც მოეწყობოდა საერთაშორისო გამოფენები, ბიენალეები და სახელოვნებო პერფორმანსები.

განიხილებოდა შენობის გარდაქმნა ინოვაციების, სტარტაპებისა და ციფრული ტექნოლოგიების სივრცედ (მსგავსად Silicon Valley-ს ტიპის ჰაბებისა), რაც ახალგაზრდებისთვის მიზიდულობის ცენტრი გახდებოდა.

თავად Studio Fuksas ბოლო თვეების განმავლობაში აქტიურად ცდილობდა საქართველოს მთავრობასთან დაკავშირებას. ისინი სთავაზობდნენ უფასო კონსულტაციებსა და ერთობლივ მუშაობას, რათა შენობის დემონტაჟის გარეშე მოეძებნათ ახალი ფუნქცია, თუმცა მათ წინადადებებს პასუხი არ მოჰყოლია

და ბოლოს!

საერთაშორისო ურბანული სტანდარტებით, დემონტაჟი არის ეკოლოგიური და ეკონომიკური დანაშაული, რადგან:

– შენობის აშენებაზე უკვე დაიხარჯა უზარმაზარი რესურსი (დაახლოებით 75 მილიონი ლარი).

– დემონტაჟი თავად მოითხოვს დიდ ფინანსურ ხარჯებს და აბინძურებს გარემოს.

– იკარგება უნიკალური არქიტექტურული ფორმა, რომლის ანალოგის შექმნაც მომავალში შეუძლებელი იქნება.

ტენდენცია გვიჩვენებს, რომ განვითარებული ქალაქები ყოველთვის ირჩევენ ადაპტაციასა და რეკონსტრუქციას, რადგან ნებისმიერი რთული არქიტექტურული ფორმის მქონე შენობის მორგება ახალ ფუნქციაზე (თუნდაც სასტუმროზე) თანამედროვე ინჟინერიისთვის სრულიად გადაჭრადი ამოცანა, – ნატქვამია ინფორმაციაში.

თბილისის მერიამ “რიყის დოქების” დანგრევაზე თანხმობა გასცა – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა ტერიტორიის ახალ მფლობელს შესაბამისი მოთხოვნა რამდენიმე დღის წინ დაუკმაყოფილა.

უფრო კონკრეტულად, განაცხადი მერიაში ტერიტორიის მფლობელმა, “რიყე დომ” 2026 წლის 7 აპრილს შეიტანა და საბოლოო თანხმობა მერიისგან 2026 წლის 25 ივნისს მიიღო.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ივლისის თვის ამინდის პროგნოზი სრულად
  • უტარდება საჭირო კვლევები და იმყოფება ექიმების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ – მურთაზ ზოდელავას მეუღლე
  • მთავრობის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge