Thursday, July 16, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

რას ამბობს გრიგოლ გეგელია მარია ზახაროვას განცხადებაზე

July 16, 2026
რას ამბობს გრიგოლ გეგელია მარია ზახაროვას განცხადებაზე

ეს [მარია ზახაროვას განცხადება] არის კიდევ ერთი, მეასე შემთხვევა, როდესაც კრემლი ღიად აქებს „ქართული ოცნების“ რეჟიმს და იწონებს იმ პოლიტიკის კურსს, რასაც ეს რეჟიმი ატარებს საქართველოს ეროვნული ინტერესებისა და ქართველთა ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, კრემლის გასახარად, – ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ საგარეო მდივანმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა, რითაც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის მარია ზახაროვას განცხადებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, პირველად ისტორიაში საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელსაც ღიად იწონებს და აქებს ქვეყნის ტერიტორიების ოკუპანტი და მტერი რუსეთის ფედერაცია.

„ეს არის კიდევ ერთი, მეასე შემთხვევა, როდესაც კრემლი ღიად აქებს „ქართული ოცნების“ რეჟიმს და იწონებს იმ პოლიტიკის კურსს, რასაც ეს რეჟიმი ატარებს საქართველოს ეროვნული ინტერესებისა და ქართველთა ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, კრემლის გასახარად. ყველასთვის თვალსაჩინოა, რომ „ქოცები“ არიან რუსები, ეს რეჟიმი და კრემლი არის იდენტური, სინონიმური რამ. მათ ამოძრავებთ ერთი და იგივე მიზანი, მათ აქვთ ერთი და იგივე ლექსიკა, სულისკვეთება, პოლიტიკური რიტორიკა. მიზანი, რაც კრემლსა და „ქართული ოცნების“ რეჟიმს აერთიანებს, არის საქართველო ქართველების გარეშე და საქართველო, რომელიც იქნება მიერთებული პოლიტიკურად, ეკონომიკურად და გეოპოლიტიკურად, რუსეთის ფაშისტურ ფედერაციას. „ქართული ოცნების“ სპიკერების რიტორიკა და ის, რომ ეს რიტორიკა და „ქოცური“ პრაქტიკა არის კრემლისთვის გასახარი, ვფიქრობ, ყველა ნამდვილი ქართველი მოქალაქისთვის უნდა იყოს მკაფიო დასტური და განგაშის ზარის საგანი, რადგან ამაზე უფრო თვალსაჩინოდ ვერავინ დაინახავს იმას, რომ ეს რეჟიმი და კრემლი არიან ერთი და იგივე. პირველად ისტორიაში საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელსაც ღიად იწონებს და აქებს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპანტი და ჩვენი მტერი რუსეთის ფედერაცია“,- განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ პრესკონფერენციაზე საქართველოსთან მიმართებით ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოს დამოუკიდებლობა დასავლეთისთვის ყელში გაჩხერილი ძვალი გახდა. ამასთან, როგორც მან აღნიშნა, საქართველო თვალსაჩინო მაგალითია უპრეცედენტო ჩარევის იმ სახელმწიფოს საქმეებში, რომელიც სუვერენიტეტის ყველა ნიშანს ფლობს.

მარია ზახაროვას შეკითხვა დაუსვეს, „ეთანხმება თუ არა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის შეფასებას, რომელმაც ეუთო და ევროპული ინსტიტუტები ქვეყანაში ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის მცდელობაში დაადანაშაულა“. მისი თქმით, „საქართველოს პრემიერ-მინისტრის სიტყვები ჩვენს დადასტურებას არ საჭიროებს, რადგან ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ უკვე დიდი ხანია აირჩია აგრესიის, აგრესიული რიტორიკისა და დესტრუქციული ქმედებების გზა“.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “არაფერი უთქვამს ნიკოლაიშვილს, რომელიც შეიძლება, ჩაითვალოს ან მოწმის ჩვენებად, ან მნიშვნელოვან ინფორმაციად” – ბადრი ჯაფარიძე
  • 8 პოლიტიკოსის საქმე – პროკურორის განცხადებთ, ბრალდების მხარისთვის “ტიკ-ტოკერი ჟურნალისტის” ჩვენება “სარწმუნოა”
  • გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge