8 ოპოზიციონერი ლიდერის საქმეზე პროკურატურის მოწმის, ნინო ონიანის ჩვენება დაცვის მხარის კრიტიკის საგანი გახდა. ადვოკატების განცხადებით, მოწმის ჩვენებაში არაერთი წინააღმდეგობა გამოიკვეთა. მათი თქმით, ონიანმა სასამართლოში განაცხადა, რომ ჟურნალისტია, თუმცა არცერთი სტატია ან სიუჟეტი არ გამოუქვეყნებია, ხოლო ე.წ. რაციების ჩანაწერები, რომლებიც პროკურატურას გადასცა, ჟურნალისტური საქმიანობისთვის არ გამოუყენებია.
“დაიკითხა ნინო ონიანი, რომელმაც გამოაცხადა, რომ ყიო ჟურნალისტი და წარმოადგინა ცნობა ამის დამადასტურებელი, რომ თითქოსდა არის ქართული რხის ჟურნალისტი 2024 წლის სექტემბრიდან. მან განაცხადა, რომ წყარომ მიაწოდა ჟურნალისტური საქმიანობიდან გამომდინარე, ე.წ. რაციის ჩანაწერები. რა თქმა უნდა, ისარგებლა ჟურნალისტის უფლებით და არ დაასახელა წყარო, თქვა, რომ მიაწოდეს როგორც ჟურნალისტს, მაგრამ არ გამოუყენებია ეს ინფორმაცია როგორც ჟურნალისტს. უფრო მეტიც, თქვა, რომ არცერთი სტატია, არცერთი სიუჟეტი როგორც ჟურნალისტს მომზადებული არ აქვს და განაცხადა, რომ მან მოუსმინა ამ ჩანაწერებს და ამ ჩანაწერში ასახული იყო დანაშაულებრივი ქმედებები. არ იცის, ვინ საუბრობენ ამ ჩანაწერებში. რამდენჯერმე ვცადეთ, დაეკონკრეტებნა, რა მოისმინა, ერთადერთი, რაც დააკონკრეტა, თქვა, რომ ჩანაწერებში ისმისო საუბარი მოლოტოვის კოქტეილებზეო. დაცვის მხარემ ამს ჰკითხა, ხომ არ მოისმინა რომელიმე პოლიტიკოსის ხმა, იცნობდა თუ არა პოლიტიკოსებს რომ მოესმინა, მან თქვა, რომ იცნობდა, მაგრამ პოლიტიკოსების ხმა იქ არ მოუსმენია” – ამბობს ადვოკატი ქეთი ჩომახაშვილი.
ადვოკატმა ომარ ფურცელაძემ ნინო ონიანის ჩვენებას არასერიოზული უწოდა. მისი თქმით, მოწმე ამტკიცებდა, რომ ჟურნალისტია, სტატიებს წერს, თუმცა არ აქვეყნებს. ფურცელაძის განცხადებით, დაცვის მხარემ სასამართლოს მიმართა მოთხოვნით, გამოიძიონ ონიანის მიერ გაკეთებული განცხადებები, მათ შორის მისი დასაქმებისა და ანაზღაურების საკითხი, რადგან, მისი თქმით, მოწმემ ვერ განმარტა, რის სანაცვლოდ იღებს ხელფასს და რა საქმიანობას ეწევა.
“ზღაპრის გმირი მოიყვანეს გამოსაკითხად, იმიტომ, რომ ადამიანმა ოფიციალურად განაცხადა, რომ მე ვარ ჟურნალისტი, რომელიც წერს სტატიებს, მაგრამ არ ვაქვეყნებ და ვინახავ. ალბათ ყველას იგივე პარალელი გაგიცნდებოდათ, რაც მე გამიჩნდა, ცოტა არასერიოზულია. იგივე წარმატებით ხელფასტან დაკავშირებითაც დაისვა კითხვა, სასამარტლო დარბაზშიც გავაჟღერეთ ის ფაქტი და ვითხოვეთ, რომ არსებობდა საკმაოდ საეწვო საფუძველი, რომ ამ ქალბატონის მიმართ დაიწყოს სისხლის სამართლებრივი გამოძიება და გაირკვეს მის მიერ გაჯღერებუი ინფორმაციები რამდენად შეესაბამება რეალობას. სახელფასო ანაზღაურებასთან დაკავშირებით გარკვეული სკეპტიციზმი არსებობს, იმიტომ, რომ მან ვერ დაასახელა წყარო, ასევე ვერ მიუთითა იმაზე, თუ რის სანაცვლოდ იღებს ის ანაზღაურებას თუ საერთოდ დასაქმებულია სადმე. ასე რომ, ეს ნამდვილად ექვემდებარეა დამოუკიდებელ გამოკვლევას” – ამბობს ომარ ფურცელაძე.
ადვოკატ არჩილ ჭავჭანიძის განცხადებით, ნინო ონიანმა სასამართლოზე თავად დაადასტურა, რომ მიღებული ჩანაწერები ჟურნალისტური საქმიანობისთვის არ გამოუყენებია. მისი შეფასებით, მოწმე მხოლოდ შუამავლის როლში აღმოჩნდა და პროკურატურას სწორედ მან გადასცა ე.წ. რაციების ჩანაწერები, რომლებიც საქმეში მტკიცებულებად არის წარმოდგენილი.
“მან პროცესზე განაცხადა, რომ ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებისთვის მას ეს მასალები არ მიუღია, შესბამისად, ის აღმოჩნდა შუამავალი ადამიანი, რომელმაც გადასცა პროკურატურას აღნიშნული ჩანაწერი, რაციების ხმა, რომელიც ამ ჩანაწერში იყო ასახული” – ამბობს არჩლ ჭავჭანიძე.
შეგახსენებთ, რომ საქალაქო სასამარლოში ოპოზიციონერი ლიდერების საქმის განხილვა მიმდინარეობს. დღევანდელ პროცესზე გამოიკითხა პროკურატურის მოწმე, “ტიკ-ტოკერი” “ჟურნალისტი”. პროცესზე დღეს ონიანი ირწმუნებოდა, რომ სტატიებს წერს, თუმცა არ აქვეყნებს. მისივე მტკიცებით, აქვს ჩანაწერები, სადაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ფიგურირებენ.
