გორში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპული დედა-შვილის ოჯახის წევრი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და მხარდაჭერისა და თანაგრძნობისთვის საზოგადოებას მადლობას უხდის.
“სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება ხვალ გორის საკათედრო ტაძარში ხვალ 17 ივლისს 14.00სთ.ზე. დაკრძალვა18 ივლისს. 14.00სთ.ზე კვერნაქის სასაფლაოზე.დაე ბოლო იყოს ჩემი ანას და მართას სიკვდილი უპასუხისმგებლო მძღოლების გამო!
ყველას მადლობა სამძიმრისათვის, თანადგომისთვის!” – გორში ავარიისას დაღუპული დედა-შვილის ოჯახის წევრი.
13 ივლისს საღამოს, გორში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, ქვეითად მიმავალ ახალგაზრდა ქალსა და მის მცირეწლოვან შვილს შეეჯახა ავტომობილი, რომელსაც არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მძღოლი მართავდა. ქალი კლინიკაში გადაყვანის შემდეგ მალევე გარდაიცვალა, 3 წლამდე ბავშვი კი მეორე დღეს დაიღუპა. ავტომობილის მძღოლი შემთხვევის დღესვე დააკავეს.
