Thursday, July 16, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ადვოკატის განცხადებით, ე.წ. საბოტაჟის საქმეზე დღეს მოწმის სახით დაიკითხა ნინო ონიანი, რომელმაც თქვა, რომ არის ჟურნალისტი და როგორც ჟურნალისტს, „წყარომ რაციის ჩანაწერი მიაწოდა“

July 16, 2026
ადვოკატის განცხადებით, ე.წ. საბოტაჟის საქმეზე დღეს მოწმის სახით დაიკითხა ნინო ონიანი, რომელმაც თქვა, რომ არის ჟურნალისტი და როგორც ჟურნალისტს, „წყარომ რაციის ჩანაწერი მიაწოდა“

ადვოკატ ქეთევან ჩომახაშვილის განცხადებით, ე.წ. საბოტაჟის საქმეზე დღეს მოწმის სახით დაიკითხა ნინო ონიანი, რომელმაც თქვა, რომ არის ჟურნალისტი და როგორც ჟურნალისტს, „წყარომ რაციის ჩანაწერი მიაწოდა“.

ადვოკატის თქმით, ნინო ონიანი განმარტავს, რომ არ იცის, ვინ საუბრობენ ამ ჩანაწერებში, თუმცა აღნიშნა, რომ ჩანაწერებში ისმის „მოლოტოვის კოქტეილებზე“.

„დაიკითხა მოწმე ნინო ონიანი, რომელმაც განაცხადა, რომ იყო ჟურნალისტი და წარმოადგინა ცნობა იმის დამადასტურებელი, რომ თითქოს არის „ქართული არხის“ ჟურნალისტი 2024 წლის სექტემბრიდან. მან განაცხადა, რომ ჟურნალისტური საქმიანობიდან გამომდინარე წყარომ მიაწოდა ე.წ. რაციის ჩანაწერები. რა თქმა უნდა, ისარგებლა ჟურნალისტის უფლებით და არ დაასახელა წყარო. თქვა, რომ მიაწოდეს, როგორც ჟურნალისტს, მაგრამ არ გამოუყენებია ეს ინფორმაცია. მეტიც, თქვა, რომ როგორც ჟურნალისტს არცერთი სტატია და სიუჟეტი არ აქვს მომზადებული და განაცხადა, რომ მოუსმინა ამ ჩანაწერებს და ამ ჩანაწერებში ასახული იყო დანაშაულებრივი ქმედებები. არ იცის, ვინ საუბრობენ ამ ჩანაწერებში. რამდენჯერმე ვცადეთ, დაეკონკრეტებინა, რა მოისმინა. ერთადერთი რაც მოისმინა, თქვა – ჩანაწერებში ისმის „მოლოტოვის კოქტეილებზეო”. დაცვის მხარემ მას ჰკითხა, ხომ არ მოისმინა რომელიმე პოლიტიკოსის ხმა, იცნობდა, თუ არა პოლიტიკოსებს რომ მოესმინა, მან თქვა, რომ იცნობდა, მაგრამ პოლიტიკოსების ხმა იქ არ მოუსმენია“, – განაცხადა ქეთევან ჩომახაშვილმა.

მისი თქმით, დღეს დაკითხა ასევე კიდევ ერთი მოწმე, საქმის მთავარი გამომძიებელი დავით ბაინდურაშვილი, რომელმაც ისაუბრა გამოძიების მიმდინარეობაზე.

„მას აქვს ანძებით დათვალიერების ოქმი შედგენილი და როგორც ამ ოქმში აცხადებს, დავადგინე, რომ პოლიტიკოსები იმყოფებოდნენ რუსთაველის ტერიტორიაზეო. მე პირადად დავინტერესდი, იყო თუ არა მისთვის ცნობილი „კოალიცია ცვლილებისთვის“ ოფისის მდებარეობის შესახებ, მაშინ ეს ოფისი რუსთაველის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობდა და მან თქვა, არ ახსოვს, სად მდებარეობს კოალიციის ოფისი, თუმცა არ გამორიცხა, რომ ანძიდან გამომდინარე შეიძლება პოლიტიკოსი არ ყოფილიყო უშუალოდ რუსთაველის მიმდებარე ტერიტორიაზე და ყოფილიყო სხვაგან. პარლამენტის მომდებარე ტერიტორიაზე [პოლიტიკოსის] ყოფნა ცალსახად არ არის დანაშაული“, – განაცხადა ქეთევან ჩომახაშვილმა, რომელიც ე.წ. საბოტაჟის საქმეზე პოლიტიკოსს ნიკა გვარამიას იცავს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “არაფერი უთქვამს ნიკოლაიშვილს, რომელიც შეიძლება, ჩაითვალოს ან მოწმის ჩვენებად, ან მნიშვნელოვან ინფორმაციად” – ბადრი ჯაფარიძე
  • 8 პოლიტიკოსის საქმე – პროკურორის განცხადებთ, ბრალდების მხარისთვის “ტიკ-ტოკერი ჟურნალისტის” ჩვენება “სარწმუნოა”
  • გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge