ლალი მოროშკინა სიღნაღში არსებული ვითარების შესახებ სოციალურ ქსელში წერს და მცირე ბიზნესის მდგომარეობაზე ამახვილებს ყურადღებას. მისი თქმით, ქალაქში ელექტროენერგიის პრობლემების ფონზე ბიზნესის წარმომადგენლებს შემოწმებები უტარდებათ:
,,წვრილ ბიზნესს რატომ აგდებთ ასეთ მძიმე მდგომარეობაში? ამ წუთებშიც არ არის სიღნაღში შუქი! სამაგიეროდ დადის ყველა სახის შემოწმება, საგადასახადოდან დაწყებული… მალულად,ქურდულად შემოდიან და ბიზნესს აწიოკებენ! ნამუსი??? საქართველოს მთავრობა ირაკლი კობახიძე / Irakli Kobakhidze, Platon Kalmakhelidze. არის თუ არა ეს მიზანმიმართული საბოტაჟი? ვის ინტერესშია ხალხის გაბოროტება და სიტუაციის გამწვავება?” – წერს ლალი მოროშკინა.
