რა უნდა გითხრათ, ამდენი აბსურდი… ამ ეტაპზე, ვერაფერს გეტყვით, – ასე უპასუხა “ინტერპრესნიუსს” პოლიციის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, იოსებ სიგუამ, რომელსაც ყოფილი მეუღლე სოფიო სიგუა-შატბერავა ფიზიკურ ძალადობასა და მუქარაში ადანაშაულებს.
აღნიშნუყლი განცხადება იოსებ სიგუამ თბილისის საქალაქო სასამართლოში, სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა. ასევე აღნიშნა, რომ ყველაფერი აბსურდია.
დღევანდელ სხდომას ესწრებოდა როგორც იოსებ სიგუა, ისე მისი ყოფილი მეუღლე.
საქმეს მოსამართლე ლელა გოგიშვილი განიხილავდა, რომელმაც სხდომის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო.
შეგახსენებთ, იოსებ სიგუას მეუღლემ, სოფია სიგუა-შატბერავამ „ნოდარ მელაძის შაბათში“ ისაუბრა, რომ იოსებ სიგუა მას სიცოცხლის მოსპობით, მე-12 სართულიდან გადაგდებით, კასრში ჩასმითა და დამარხვით ემუქრებოდა.
