Thursday, July 16, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“ივანიშვილმა გამოიყვანა ნანა კაკაბაძე – პუტჩისტი, რომელიც თავის დროზე მის ჯგუფთან ერთად ზვიად გამსახურდიამ ამხილა” – ირაკლი კუპრაძე

July 16, 2026
“ანაკლიის პორტი მაგალითია, როგორ აქცია ხელისუფლებამ ეროვნული პროექტი ტყუილების 10-წლიან კასკადად” – ირაკლი კუპრაძე

“ივანიშვილმა გამოიყვანა ნანა კაკაბაძე – პუტჩისტი, რომელიც თავის დროზე მის ჯგუფთან ერთად ზვიად გამსახურდიამ ამხილა” – ამის შესახებ “ლელო – ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კუპრაძემ განაცხადა და 8 პოლიტიკოსის საქმეზე დაკითხულ მოწმეებზე ისაუბრა.

მისი თქმით, მურუსიძისა და ბიძინა ივანიშვილის პირობებში სამართლიანი სასამართლო ვერ იარსებებს. ირაკლი კუპრაძემ აღნიშნა, რომ ძალიან რთულია იმის პროგნოზირება, რა შედეგებით დასრულდება “ივანიშვილის ეს ცირკი”.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის განცხადებით, თუ ივანიშვილი ოპოზიციის ლიდერების დაკავების გადაწყვეტილებას მიიღებს, დასავლეთის მხრიდან “სანქციები კიდევ უფრო მძაფრი გახდება”.

“ივანიშვილი, “ქართული ოცნება”, “ხალხის ძალა”, “ნეიტრალური საქართველო” – ეს არის ერთი ბანდა ანტიქართველი, ანტიეროვნული ძალის, რომელიც დაკავებულია წარმოუდგენელი სიგიჟით, მაგალითად, ივანიშვილმა რა გააკეთა ამის თქმა მოსახლეობისთვის იქნება სრულიად საკმარისი – ნანა კაკაბაძე გამოიყვანა ივანიშვილმა, ნანა კაკაბაძე, პუტჩისტი, ადამიანი, რომელიც თავის დროზე მის ჯგუფთან ერთად ამხილა ზვიად გამსახურდიამ, რომ სუკ-ის და რუსეთის აგენტები იყვნენ; ნანა კაკაბაძე, რომელიც მონაწილეობდა სახელმწიფო გადატრიალებაში, ჯაბა იოსელიანის უახლოესი თანამებრძოლი და მეგობარი იყო, დღეს, მურუსიძის სასამართლოში ჩივის, რომ თითქოს ოპოზიციურ პოლიტიკურ ლიდერებს უნდოდათ, რომ დაემხოთ ხელისუფლება ივანიშვილის სახით, ანუ ნანა კაკაბაძე – ზვიად გამსახურდიას დამამხობელი, წარმოუდგენელი დონის ნაძირალა… ეს ხალხი დღეს დევნის ბადრი ჯაფარიძეს, რომელიც თავის დროზე, სხვათა შორის, ნანა კაკაბაძის ბანდამ, კრიმინალებმა, ჯაბა იოსელიანებმა და კიტოვანებმა დაამხეს 90-იან წლებში, რომელიც იყო პირველი მოწვევის პარლამენტის წევრი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი და ასე შეუწყდა სწორედ მას თავის დროზე მანდატი.

სამართლიანი სასამართლო მურუსიძის და ივანიშვილის პირობებში ვერ იარსებებს. ეს არ არის სამართლებრივი პროცესი, ეს არის პოლიტიკური პროცესი ცალსახად. რაც შეეხება, რა შედეგით დასრულდება ივანიშვილის ეს ცირკი, ამის პროგნოზირება ძალიან რთულია, ჩვენ ველოდებით ციხესაც, ველოდებით სხვა ტიპის გადაწყვეტილებებსაც იმიტომ, რომ ივანიშვილმა ამ არასამართლიანი, უკანონო პოლიტიკური პროცესის დაწყებით ჩიხში შეიყვანა მათ შრის საკუთარი თავი იმიტომ, რომ მიიღებს გადაწყვეტილებას დაკავების შესახებ და ძალიან მძიმე პასუხი დაუბრუნდება დასავლური, დემოკრატიული, განვითარებული სამყარო ივანიშვილს. რისიც ყველაზე მეტად ეშინია, ეს არის მისი ფული, ამ ფულს აუცილებლად დაკარგავს და სანქციები კიდევ უფრო მძაფრი გახდება, თუ დაკავების გადაწყვეტილებას მიიღებს, არ დააკავებს და მაშინ მოუწევს ისეთი გზის გამონახვა, რომლისგანაც ასევე მშრალი ვერ გამოძვრება ივანიშვილი,” – განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

ცნობისთვის, დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში 8 პოლიტიკოსის პროცესი მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ 8 პოლიტიკოსის 14 ივლისის სასამართლო სხდომაზე “ნეიტრალური საქართველოს” წევრები დაიკითხნენ.

სწორედ “ნეიტრალური საქართველოს” წარმომადგენლების განცხადების საფუძველზეც დაიწყო საქმის წარმოება პროკურატურამ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • მიხეილ სააკაშვილი მოსახლეობას მიმართავს
  • ” საქართველოს დამოუკიდებლობა დასავლეთისთვის ყელში გაჩხერილი ძვალი გახდა – თანამედროვე საქართველო თვალსაჩინო მაგალითია უპრეცედენტო ჩარევის იმ სახელმწიფოს საქმეებში, რომელიც სუვერენიტეტის ყველა ნიშანს ფლობს” – მარია ზახაროვა
  • ბრიტანეთის მოქალაქეს, რომელსაც საქართველოში ნარკოტიკული საშუალებების შემოტანას ედავებოდნენ, საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge