ნინო წილოსანმა ნახევარ მილიონ დოლარად იყიდა ბინა და ავტოფარეხი კორპუსში, რომელმაც მთაწმინდაზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი – ტვერელის ეკლესია დაჩრდილა. ინფორმაციას სტუდია მონიტორი ავრცელებს და წერს, რომ წილოსანმა ბინაში $470 000, ავტოფარეხში კი $20 000 გადაიხადა.
ცნობილია, რომ აღნიშნული კორპუსის მშენებლობას წლების მანძილზე აპროტესტებდნენ ხელოვნებათმცოდნეები, კულტუროლოგები და მოქალაქეები, ვინაიდან ახალი მასშტაბური ნაგებობა ფარავდა წმ. მიხეილ ტვერელის სახელობის ეკლესიას, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.
