Monday, July 13, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

გურამ როგავა და ზვიად მაისაშვილი სასამართლო პროცესზე არ შეუშვეს

July 13, 2026
გურამ როგავა და ზვიად მაისაშვილი სასამართლო პროცესზე არ შეუშვეს

დაზარალებული ჟურნალისტი, გურამ როგავა სასამართლოში, სადაც მასზე ძალადობაში ბრალდებულ გდდ-ს თანამშრომლის პროცესი მიმდინარეობდა, ცარიელი ფურცლებით მივიდა, თუმცა ის სხდომათა დარბაზში არ შეუშვეს.

ჟურნალისტი ამბობს, რომ მოსამართლე თამარ მახარობლიძემ უთხრა, რომ სასამართლო პროცესი დახურული იყო.

“მოსამართლე თამარ მახარობლიძემ მითხრა, რომ სასამართლო პროცესი დახურულია და მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულის სტატუსი მაქვს, სხდომაზე დასწრებას ვერ შევძლებდი. ეს ჩემთვის ძალიან უცნაურია, ჩემი ადვოკატი იურიდიულ ასპექტებს არკვევს, თუ რა არის ამის მიზეზი. მოვედი, რათა საქმის მიმდინარეობას გავცნობოდი. დასამალი აქვთ ის, რომ ამ საქმეში მტკიცებულებები არ არსებობს. წარწერა, რომელსაც თქვენ უყურებთ – საქალაქო სასამართლო, რეალურად არის ივანიშვილის სახელობის თოჯინების თეატრი, სადაც ეს თოჯინები სხვადასხვა როლს ასრულებენ და აკეთებენ უნიჭო სპექტაკლს. მე თქვენ მოგიტანეთ, რა არის ჩემი საქმის მასალები – უზარმაზარი დასტაა, ეს მხოლოდ ნაწილია, შეგიძლიათ გაეცნოთ, დაგირიგებთ. ვისურვებდი, საქმეში არსებული ფურცლები კეთილშობილური მიზნებისთვის გამოიყენონ, რადგან როგორც თქვენ ხედავთ, ცარიელი ფურცლებია საქმეში. არის აღიარებითი ჩვენება, ჩემს საქმეზე დაკავებული სპეცრაზმელი აღიარებს, რომ თავს დამესხა, ის უკვე იმყოფებოდა პატიმრობაში, ადმინისტრაციულ სასჯელს იხდიდა, როცა აღიარებითი ჩვენება მისცა, უეცრად მოუნდა, რომ ეღიარებინა. აღიარებითი ჩვენება ჩემთვის არაფერს ნიშნავს, მე როგორც დაზარალებულმა და ჟურნალისტმა, საერთოდ არ ვიცი, რა გარემოებებში, რა პირობებში მიიღო გამოძიებამ აღიარებითი ჩვენება – ეს იყო ზეწოლა, მოსყიდვა, თუ სხვა მექანიზმები. მე ამ საქმეში ვარ მხარე, დაზარალებული, მაგრამ ყოველთვის მახსოვს, რომ ვარ ჟურნალისტი, მე არ მჭირდება უაზრო მსხვერპლი, არ მჭირდება იმ ადამიანის დასჯა, რომელიც შესაძლოა, ჩემს საქმეში საერთოდ არ ფიგურირებდეს, თუმცა, შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ფრთიანი ანგელოზია. დღეს არსებული ამ ცარიელი ფურცლებით, რაც საქმეში დევს, მე როგორც პირველ რიგში, ჟურნალისტი, ვერ ვრწმუნდები, რომ მტკიცებულებები არსებობს საქმეში, რომელიც დაადასტურებდა ჩემზე თავდამსხმელის ვინაობას”, – განაცხადა როგავამ.

სასამართლო პროცესის დასრულებას ეზოში ელოდებოდა დაზარალებული ზვიად მაისაშვილიც.

მაისაშვილი მედიასთან ამბობს, რომ სახელმწიფოს არ სურს ის დანაშაული და ძალადობრივი ქმედებები გამოიძიოს, რაც 2024-2025 წელს მიმდინარე აქციებზე მოხდა.

“წელიწად-ნახევარია გასული და მთელი ეს დრო გვეუბნებოდნენ, რომ შეუძლებელი იყო მათი იდენტიფიცირება და უცებ აღმოჩნდა, რომ შესაძლებელია. კონკრეტულად ჩემს საქმეშიც ბევრად მეტი ადამიანი მონაწილეობდა, ვიდრე ორი ადამიანი, რაც იმაზე მიუთითებს, რომ სისტემა საერთოდ არ ცდილობს გამოიძიოს, ის რაც ხდება. ეს ყველაფერი ფარსი და ტყუილია. შესაბამისად, სხდომებიც იმიტომ არის დაკეტილი, არ უნდათ ზედმეტი დეტალების გამოაშკარავება. მე იმაშიც არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს ადამიანები მართლა ისინი არიან, ვინც ჩემს ცემაში იღებდნენ მონაწილეობას, რადგან ხელისუფლება საერთოდ არ ცდილობს იმ ადამიანებს გაემიჯნოს, რომლებმაც ძალადობა განახორციელეს, რაც იმას ნიშნავს, თავად არიან ამ საქმის პირდაპირი მონაწილეები. თვითონ სახელმწიფოს ოფიციალურად ჰყავს აღიარებული 170 დაზარალებული, თუმცა, 5 ადამიანია დაკავებული, რაც სრული აბსურდია და სასაცილო მდგომარეობაა. ეს მიუთითებს იმას, რომ სახელმწიფო არ ცდილობს გამოიძიოს ის დანაშაული, რაც მოხდა“, – განაცხადა მაისაშვილმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • დონალდ ტრამპი განცხადებას ავრცელებს
  • ნინო წილოსანმა ნახევარ მილიონ დოლარად იყიდა ბინა და ავტოფარეხი კორპუსში, რომელმაც მთაწმინდაზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი – ტვერელის ეკლესია დაჩრდილა
  • “კაია კალასი თავქარიანი, ქარაფშუტა პოლიტიკოსია” – ირაკლი ზარქუა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge