Saturday, July 11, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

რუსეთში საწვავის დეფიციტის ფონზე მოსახლეობას სახლიდან მუშაობისკენ მოუწოდებენ

July 11, 2026
ბოლო 3 დღეში საწვავი 6-დან 20 თეთრამდე გაძვირდა – ზოგიერთ ბენზინგასამართ სადგურზე ბენზინის ფასმა 4 ლარს მიაღწია

რუსეთში საწვავის კრიზისის გაღრმავების ფონზე ციმბირის რეგიონების ხელისუფლება მოსახლეობასა და ბიზნესს დისტანციურ მუშაობაზე გადასვლისა და ენერგიის მოხმარების შემცირებისკენ მოუწოდებს. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.

ტომსკის ოლქის გუბერნატორის მოადგილის ოლგა კრილოვას განცხადებით, საჯარო უწყებების თანამშრომლებს სამსახურებრივი მივლინებების უფრო შერჩევითად დაგეგმვა და ონლაინ შეხვედრების უფრო აქტიურად გამოყენება დაევალათ.

ამასთან, ნოვოსიბირსკის ოლქის გუბერნატორის მოადგილემ კონსტანტინე ხალზოვმა გამოსცა განკარგულება, რომლითაც ყველა საწარმოს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სფეროების გარდა, ეძლევა რეკომენდაცია თანამშრომლები დისტანციურ რეჟიმზე გადაიყვანონ.

დოკუმენტი მოსახლეობას ასევე მოუწოდებს, შეძლებისდაგვარად ნაკლებად გამოიყენონ პირადი ავტომობილები.

„ნოვოსიბირსკის ოლქის მცხოვრებლებს ვურჩევთ, შეზღუდონ კერძო ავტომობილებით გადაადგილება. თუ მგზავრობა აუცილებელია, წინასწარ დარწმუნდნენ, რომ დანიშნულების ადგილამდე მისასვლელად და უკან დასაბრუნებლად საკმარისი საწვავი აქვთ“, – ნათქვამია განკარგულებაში.

როგორც POLITICO აღნიშნავს, ტომსკისა და ნოვოსიბირსკის ოლქები ესაზღვრება ომსკის რეგიონს, სადაც რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა მდებარეობს. საწარმო 6 ივლისს უკრაინული დრონების შეტევის შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა.

ადგილობრივი ჟურნალისტების ინფორმაციით, საწვავის კრიზისი უკვე რუსეთის თითქმის მთელ ტერიტორიას მოედო. ქვეყნის 89 რეგიონიდან ენერგომოხმარების შეზღუდვები ჯერჯერობით მხოლოდ ერთ რეგიონში არ მოქმედებს. ზოგიერთ რეგიონში კი ბენზინის გაყიდვა ლუწი და კენტი რიცხვების პრინციპით მიმდინარეობს, რათა საწვავის დეფიციტი ნაწილობრივ მაინც შემცირდეს.

სხვადასხვა რეგიონის მონაცემებით, მძღოლებს საწვავის შესავსებად რიგში დგომა ზოგჯერ 12 საათამდეც უწევთ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • გივი მაჭარაშვილმა RAF-ზე ზაკ ელამი დაამარცხა
  • მოქალაქეები, რომლებმაც გორში, ქორწილის ესკორტში ხმოვანი იარაღიდან გაისროლეს პოლიციამ 500-500 ლარით დააჯარიმა
  • გოგა მანია ივლისის თვის ფავორიტ ზოდიაქოს ნიშნებს ასახელებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge