საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, რომელიც წლებით იზომება, როდესაც ყველა ლიდერი მსჯელობს, იქნება თუ არა უკრაინა ნატოში, გაიზარდა იმ ხმების რაოდენობა, ვინც ღიად უჭერს მხარს უკრაინის ნატოში გაწევრიანებას, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ამის ორი მიზეზი არსებობს, აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ: პირველი – უკრაინის თავდაცვითი სამრეწველო კომპლექსის მაღალი დონე, ხოლო მეორე – ბრძოლისუნარიანი არმიის არსებობა.
„ყველა ხაზს უსვამს, რომ უკრაინის თავდაცვითი სამრეწველო კომპლექსი ნატოს დონისაა და უკვე ერთ-ერთი საუკეთესოა. ჩვენს არმიას, ქვეყანას და ტექნოლოგიურ კომპანიებს ყველა პატივს სცემს და სურთ, უკრაინის ხარჯზე საკუთარი პოზიციები გაამყარონ“, – განაცხადა მან.
გარდა ამისა, პრეზიდენტმა დასძინა, რომ ნატოში აღიარეს, რომ ალიანსის თავდაცვისუნარიანობა უკრაინის გაწევრიანებით მხოლოდ მოიგებს.
