“თავმჯდომარეობა არ უქმდება “ნაციონალურ მოძრაობაში” – ამის შესახებ ნანუკა ჟორჟოლიანმა ინგა გრიგოლიას “რეაქციისთვის” მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, როთაც ენმ-ის თავმჯდომარეობის მოვალეობის შემსრულებელს, თინა ბოკუჩავას უპასუხა.
მისი თქმით, გაუკვირდა, რომ ეს ბოკუჩავამ არ იცოდა, რახდან ამ დეტალებზე პარტიის შიგნით მსჯელობა აქტიურად მიმდინარეობს.
როგორც ჟორჟოლიანი განმარტავს, მხარდამჭერები ენმ-ს თავმჯდომარეს პირდაპირი წესით 6 თვეში აირჩევენ, მანამდე კი პარტიაში იქნება დროებითი მმართველობის საბჭო.
რაც შეეხება „რეფორმატორთა საბჭოს” ჟურნალისტის განცხადებით, ის პარტიისგან დამოუკიდებელი გაერთიანებაა, რომელიც რეკომენდაციების მისცემს “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”.
ყველამ იცის პარტიაში, რომ თავმჯდომარეობის გაუქმება დღის წესრიგში საერთოდ არ დგას. აქ არის საუბარი 6 თვიან დროებით მართველობის ჯგუფზე, ანუ ის 6 თვე, ვიდრე არჩევნები ჩატარდება. აქ მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები ჩატარდება პირდაპირი წესით. თქვენ იცით, რომ ორი ფორმატის არჩევნებია, ერთი – როდესაც მხოლოდ შიდა პარტიული წევრები [პოლიტიკური საბჭო] იღებენ მონაწილეობას და მეორე, როცა ამომრჩეველს ეძლევა შესაძლებლობა, [ხმა მისცეს კანდიდატს]. ასე მოხდა ლევან ვარშალომიძესა და ნიკა მელიას შემთხვევაში, ამ წესით ჩატარდა არჩევნები ლევან ხაბეიშვილსა და ნიკა მელიას შორის. ეს წესი დაირღვა ერთადერთხელ – როცა თინა [ბოკუჩავა] გახდა თავმჯდომარე”- თქვა ჟორჟოლიანმა.
