10 ივლისს დილის 11:00 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე, სამგორში მცხოვრებ აბონენტებს წყლის მიწოდება შეეზღუდებათ. აღნიშნულ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს.
როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, წყლის მიწოდების შეზღუდვა წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ სამუშაოებს უკავშირდება.
„10 ივლისს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, სამგორის სათავე ნაგებობაზე, წყალმომარაგების სტაბილურობის მიზნით, აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფები სამუშაოებს, 10 ივლისის დილის 11:00 საათზე დაიწყებენ და მთელი დღის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.
აღნიშნულთან დაკავშირებით, სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 10 ივლისს დილის 11:00 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
სამგორის რაიონში – კახეთის გზატკეცილის N73, 75, 83 ,87, 89, ხვედელიანის, იგოთის, გრიგორაშვილის, ბარდაველიძის, დავითაშვილის, შანშიაშვილის, თვალჭრელიძის, იუმაშევის, რუსთაველის, ფრანგულიანის, დავითაშვილის, ხვედელიანის, ზედგენიძის, შამანაურის და სესილია თაყაიშვილის ქუჩებს; ვარკეთილი 3-ის N32-40, N31-41 და მე-4 მიკრორაიონს. აეროპორტის, ქვემო ალექსეევკას, ვარკეთილის მეურნეობის, ორხევის და თეთრიხევის დასახლებებს, ლილოს დასახლების 2 მიკრორაიონის N10,11,12, სოფელ პატარა ლილოს
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის საშუალებით http://www.gwp.ge“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
