Thursday, July 9, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“სააკაშვილი საკუთარ თავს ყოველთვის აღმოსავლეთ ნახევარსფეროს ჯორჯ ვაშინგტონად მიიჩნევდა…” – რას ამბობს გია ვოლსკი

July 9, 2026
“ბოდიში თუ მოუხადეთ ზელენსკისო, იმას კი არავინ კითხულობს, უკრაინამ თუ აღიარა, რომ ელჩის გამოგდება არასწორი იყო” – გია ვოლსკი

“ნაციონალური მოძრაობის” სტრუქტურა როგორც არ უნდა შეცვალონ, მათი არსი არ იცვლება, შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება – ამბობენ, რომ “ნაცმოძრაობას” საზოგადოების ნაწილი მხარს უჭერდა. ასე მხარს ჰიტლერსაც უჭერდნენ და საკმაოდ დიდი რაოდენობა, მაგრამ ფაქტია, რომ ამან ნგრევა განაპირობა, – ამის შესახებ გია ვოლსკიმ “ნაციონალურ მოძრაობაში” არსებულ ვითარებაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, მათი ერთადერთი მიზანია, რომ ქვეყანაში რევოლუცია მოხდეს და ხელისუფლება ძალისმიერი გზით შეიცვალოს.

“ნაციონალური მოძრაობის” სტრუქტურა როგორც არ უნდა შეცვალონ, მათი არსი არ იცვლება. შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. პოლიტიკური პარტია არ ვიქნებით და “რეფორმების საბჭო” ვიქნებით, ისეთი, როგორიც უკრაინაში იყოო. ამ საბჭოს სათავეში მიხეილ სააკაშვილი ჩაუდგა და პრობლემების მეტი უკრაინისთვის არაფერი მოუტანია. ერთადერთი მიზანია, რომ ქვეყანაში რევოლუცია მოხდეს და ხელისუფლება ძალისმიერი გზით შეიცვალოს. ამის იქით არანაირი გეგმა არ არსებობს, რომელიც იმ იმედებს პასუხობს, რომელიც გარე ძალებს გააჩნიათ, რომ ადრე თუ გვიან საქართველოში მარიონეტული ხელისუფლება მოიყვანონ. მათი ამოცანაა, რომ საქართველო რუსეთთან ომში იყოს გამოყენებული მექანიზმად. სააკაშვილი ამბობს, რომ ამ იდეის შესასრულებლად უკეთეს მომსახურებას გასწევს.

ამბობენ, რომ “ნაცმოძრაობას” საზოგადოების ნაწილი მხარს უჭერდა. ასე მხარს ჰიტლერსაც უჭერდნენ და საკმაოდ დიდი რაოდენობა, მაგრამ ფაქტია, რომ ამან ნგრევა განაპირობა. საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს, საქმე ჰქონდა თუ არა სისტემურ წამებას და ადამიანის უფლებების დარღვევას, რაც სტრასბურგის სასამართლომ არაერთხელ დაამტკიცა, რომ ეს სისტემური დანაშაული იყო. ასევე სააკაშვილი არის თუ არა დამნაშავე, რომ ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებულია და რუსეთის საოკუპაციო ჯარი დღემდე საქართველოში დგას და ქვეყანას საკმაოდ სერიოზულ პრობლემებს უქმნის. თუ ამის მტკიცებულებებია და ეს ყველაფერი რეალურია, იმის პერსპექტივა, რომ პარტიამ სტატუსი შეინარჩუნოს, არ არის”, – განაცხადა ვოლსკიმ.

კითხვაზე, რა მიზანი შეიძლება ჰქონდეს მიხეილ სააკაშვილს ახლა, ვოლსკიმ განაცხადა, რომ ახლა ახალი არაფერი ხდება, რადგან სააკაშვილი საკუთარ თავს ყოველთვის აღმოსავლეთ ნახევარსფეროს ჯორჯ ვაშინგტონად მიიჩნევდა.

“ახალი არაფერი ხდება, სააკაშვილი საკუთარ თავს ყოველთვის მიიჩნევდა, აღმოსავლეთ ნახევარსფეროს ჯორჯ ვაშინგტონად. არაერთხელ განაცხადა, რომ საქართველო მოშლილი იყო, სანამ ის არ ჩამოვიდა და სათავეში არ ჩაუდგა იმ ხალხს, რომელიც მისი თქმით, გამოირჩეოდა დიდი მუცლით, ულვაშებით, დიდი ქუდებით და კარგად ცეკვავდნენ. მისი იდეაა, რომ იგივე რესურსით და მეტი საგარეო მხარდაჭერით დაუბრუნდეს იმავე სუბსტანციას, რაშიც იმყოფებოდა, როცა ქვეყანას იმ მეთოდებით მართავდა. ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რათა ექსტრემისტული პროცესები განვითარდეს და მის პარტიას სათავეში ამ მიმართულებით ჩაუდგეს”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • 9 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი
  • “რუსეთს უნდოდა დაშლილი ევროპა და მიიღო ბევრად უფრო შეკრული” – ელენე ხოშტარია
  • გოგა ხაინდრავა “ფორმულას” წინააღმდეგ – პროკურატურაში “შაბათის ფორმულას” ოპერატორის დაკითხვა დასრულდა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge