უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს:
„ჩვენი მეომრები ასრულებენ შორეული მოქმედების სანქციების გეგმას – ომის გაჭიანურებისა და რუსული დარტყმების საპასუხოდ. წინა დღეს მნიშვნელოვანი დარტყმები განხორციელდა იმ ობიექტებზე, რომლებიც რუსეთის ნავთობის კომპლექსს უზრუნველყოფენ და სამხედრო პოლიტიკაზე მუშაობენ.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მეომრებმა ორ ნავთობბაზას დაარტყეს – სტავროპოლსა და ტვერში. ორივე ფრონტის ხაზიდან დაახლოებით 500 კილომეტრში მდებარეობს. ასევე, უკრაინის თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებმა დააზიანეს საწვავის დაგროვებისა და შენახვის სარეზერვო საცავი, რომლის მანძილი ფრონტის ხაზიდან დაახლოებით 800 კილომეტრია. რუსეთის ქალაქ უფაში „სანქციები“ გამოიყენეს ნავთობსაქაჩ სადგურზე, რომელიც ჩვენი საზღვრიდან თითქმის 1500 კილომეტრითაა დაშორებული. გარდა ამისა, „სანქცირების“ სამიზნე გახდა ნავთობჩამომსხმელი ტერმინალი როსტოვის რეგიონში, რაც ფრონტის ხაზიდან დაახლოებით 200 კილომეტრშია.
მადლობას ვუხდი ყველა ჩვენს მეომარს, რომლებიც ყოველდღიურად ხდიან შესაძლებელს ასეთ შედეგებს. ჩვენ დიდი ხანია შევთავაზეთ რუსეთს ამ ომის დასრულება, და გაჭიანურების ყოველმა დღემ ომის განცდა იქ უნდა მიიტანოს, საიდანაც ეს ყველაფერი დაიწყო – რუსეთში.“ – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.
