Thursday, July 9, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

ინვესტიციების მოზიდვით საქართველოს მთავრობა მსოფლიოში მე-12 ადგილზეა – „ქართული ოცნება“

July 9, 2026
ინვესტიციების მოზიდვით საქართველოს მთავრობა მსოფლიოში მე-12 ადგილზეა – „ქართული ოცნება“

ინვესტიციების მოზიდვით საქართველოს მთავრობა მსოფლიოში მე-12 ადგილზეა,- ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნება“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, გლობალური რეიტინგის თანახმად, საქართველო უსწრებს დიდი შვიდეულის ყველა ქვეყანას, ევროკავშირის, შენგენის ზონის და ნატოს წევრ 28 სახელმწიფოს.

„ჩენდლერის ინსტიტუტი კარგი მთავრობის 2026 წლის ანგარიშის ფარგლებში, ინვესტიციების მოზიდვის გლობალურ რეიტინგს აქვეყნებს.

საქართველოს მთავრობამ მაღალი შეფასება მიღო და ინვესტიციების მოზიდვით მსოფლიოში მე-12 ადგილზე გავიდა. საქართველო უსწრებს დიდი შვიდეულის ყველა ქვეყანას, ევროკავშირის, შენგენის ზონის და ნატოს წევრ 28 სახელმწიფოს. ეს ქვეყნებია: შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, კანადა, იაპონია, გერმანია, საფრანგეთი, იტალია, შვეიცარია, ესპანეთი, პორტუგალია, ბელგია, ლუქსემბურგი, ისლანდია, ნორვეგია, ფინეთი, ავსტრია, ჩეხეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, ხორვატია, საბერძნეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, კვიპროსი, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, თურქეთი.

ინვესტიციების მოზიდვის ინდექსი ეფუძნება ორ გლობალურ ანგარიშგებას – საერთაშორისო სავალუტო ფონდის და ამერიკული ორგანიზაცია „ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“ თემატური კვლევებს.

კერძოდ, სავალუტო ფონდის ანგარიშის ნაწილში, კვლევა ეხება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების წმინდა შემოდინებებს 5 წლიანი გაანგარიშებით. რაც შეეხება ორგანიზაცია ჰერითიჯ ფაუნდეიშენის ანგარიშს, ის ინვესტიციების თავისუფლების კვლევას უკავშირდება და აფასებს სხვადასხვა მარეგულირებელ შეზღუდვისგან ქვეყნების თავისუფლებას, რომლებიც, როგორც წესი, ინვესტიციებზეა დაწესებული.

ეს შეზღუდვებია: უცხოური ინვესტიციების ეროვნული მოპყრობა; უცხოური ინვესტიციების კოდექსი; მიწის საკუთრების შეზღუდვები; სექტორული ინვესტიციების შეზღუდვები; ინვესტიციების ექსპროპრიაცია სამართლიანი კომპენსაციის გარეშე; ვალუტის კონტროლი; კაპიტალის კონტროლი; ინვესტიციების მოზიდვის ინდიკატორით საქართველოს წარმატება კარგად შეესატყვისება სხვა გლობალური ანგარიშგებებსაც.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია საერთაშორისო სავლუტო ფონდის მსოფლიოს ეკონომიკური მიმოხილვის უახლესი პროგნოზები.

სავალუტო ფონდის შეფასებით 2026 წელს საქართველოში მთლიანი კაპიტალის ფორმირება ეკონომიკის 23,5%-ს გაუტოლდება, რაც აბსოლუტურ გამოხატულებაში პირველად გადააჭარბებს 10 მილიარდ დოლარს. მთლიანი უცხოური და ადგილობრივი ინვესტიციების მოცულობა 2026 წელს ახალ ისტორიულ მაქსიმუმს 10 მილიარდ 23 მილიონ ამერიკულ დოლარს მიაღწევს. 2028 წლისთვის მთლიანი ინვესტიციების მაჩვენებელი 12 მილიარდ დოლარამდე გაიზრდება, 2031 წელს კი 16 მილიარდი დოლარი გახდება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ქართული ოცნების” დამსახურებაა, პატიმარი სააკაშვილი პარტიას ციხიდან სრულფასოვნად რომ მართავს და მთელ საქართველოს მოძღვრავს” – ტატა ხვედელიანი
  • “იძახონ ახლა „დიფ სთეითი“, „გლობალური ომის პარტია“, მასონები და ბოდვები” – ზურაბ ჯაფარიძე ეუთოს რეზოლუციაზე
  • მერაბ დვალიშვილი World MMA Awards-ის გამარჯვებული გახდა – ქართველი 2025 წლის საუკეთესო მებრძოლად დაასახელეს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge