გარდაიცვალა ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის საოპერო დასის მომღერალი, ლელა ვაშაყმაძე. სამწუხარო ინფორმაციას მომღერალი ბაჩო (ოთარ) ნაკაშიძე ავრცელებს.
„ჩვენი ლელუკა აღარ გვყავს… გარდაიცვალა საოპერო დასის სოლისტი, შესანიშნავი მომღერალი, ჩემი მეგობარი ლელა ვაშაყმაძე…
უფალმა აცხონოს და მოიხსენოს შენი სული…“, – წერს ბაჩო ნაკაშიძე სოციალურ ქსელში.
