„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების შეზღუდვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს.
კრწანისის რაიონში, ვერცხლის და ოქრომჭედლების ქუჩების კვეთაზე წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელი ტექნიკური სამუშაოები ჩატარდება. სამუშაოების მიმდინარეობისას 7/9/2026 22:00-დან 7/10/2026 12:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: ვერცხლის, ოქრომჭედლების, კალისტრატე ცინცაძის, ილია და ნინო ნაკაშიძის N 1-9 (კენტებს), N 2-10 (ლუწებს); ალექსანდრე დიუმას, შოთა ნიშნიანიძის და ბარათაშვილის N1-21 (კენტებს).
საბურთალოს რაიონში, გ.ფერაძის ქ. N6ა-თან წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელი ტექნიკური სამუშაოები ჩატარდება. სამუშაოების მიმდინარეობისას 7/9/2026 11:00-დან 7/9/2026 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: გრიგოლ ფერაძის, ფერაძის 1 შესახვევს, სოლოღაშვილის, სოლოღაშვილის 1 შესახვევს და ვიქტორ ნოზაძის ქუჩებს.
