Wednesday, July 8, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია – “ლელო” კორუფციულ რისკებზე საუბრობს

July 8, 2026
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია – “ლელო” კორუფციულ რისკებზე საუბრობს

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის უმსხვილესი ტენდერი, რომელიც დაახლოებით 20 მილიონი ლარის ოდენობის კონტრაქტია, მოიგო ბექა ოდიშარიას ქვისლმა, ვინმე ლევან გოგსაძემ. ეს არის მაღალი კორუფციის რისკის შემცველი ამბავი, როდესაც უმსხვილესი მასშტაბის ტენდერი გადაეცემა ადამიანს, რომელიც დაკავშირებული არის “ქართული ოცნების” მაღალჩინოსნებთან, – ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველო – ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, თაზო დათუნაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

დათუნაშვილის თქმით, სინამდვილეში კორუფცია არსად წასულა და ყოფილი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი და მისი კაბინეტის წევრები უბრალოდ სადემონსტრაციოდ დასჯილი ხალხია.

“ზუსტად მაშინ, როდესაც ირაკლი კობახიძე და “ქართული ოცნების” მოლაპარაკე თავების მთელი არმია დიდი სიხარულით ამცნობს მთელს საქართველოს, რომ “ქოცურ” კორუფციას მიწა მიაყარეს მაშინ, როდესაც ციხეში ჩასვეს და დილეგში გამოამწყვდიეს ირაკლი ღარიბაშვილი და მისი კაბინეტის აბსოლუტური უმრავლესობა, პირველივე საკითხი, რომელსაც ამ ამბების შემდეგ ვიგებთ, არის ის, რომ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის უმსხვილესი ტენდერი, რომელიც დაახლოებით 20 მილიონი ლარის ოდენობის კონტრაქტია, მოიგო ბექა ოდიშარიას ქვისლმა, ვინმე ლევან გოგსაძემ. კორუფციას ამარცხებენ, მაგრამ დაკავშირებულ პირებთან კონტრაქტების გაფორმებას არა.

ეს არის მაღალი კორუფციის რისკის შემცველი ამბავი, როდესაც უმსხვილესი მასშტაბის ტენდერი გადაეცემა ადამიანს, რომელიც დაკავშირებული არის “ქართული ოცნების” მაღალჩინოსნებთან.

ჩვენ ვნახეთ დატბორილი ქუჩები მთელ ქალაქში, ახლად რეაბილიტირებულ მონაკვეთებზე, სადაც დრენაჟის სისტემა ვერ მოაწყო ვერცერთმა, ტენდერებში იგივე სისტემით მოგებულმა კომპანიამ.

დანგრეულია ათობით სკოლა და ამ სკოლების ათასობით მოსწავლე მეხუთე და მეექვსე ცვლაში დადიან სხვა სკოლებში, მათი სკოლები კი არ შენდება. ამ სკოლების აშენებაზე ადამიანებს სწირავენ და სისხლის სამართლის საქმეებია აღძრული იმიტომ, რომ აქაც კორუფციული წესით იყო გაცემული ტენდერები.

ყველას კარგად გვახსოვს 2023 წელს ჩამონგრეული სამტრედია-გრიგოლეთის გზის მონაკვეთი, რომელიც ჯერ კიდევ არ დამთავრებულა იმიტომ, რომ მეშვიდე თუ მერვე კომპანია ოპერირებს იქ და ვერაფერს ვერ აკეთებს.

გაგახსენებთ ასევე ვარკეთილის მეტროს ჩამონგრეულ ჭერს, რომელიც იმაზე დიდი ხანი კეთდებოდა, ვიდრე “სიქსტის კაპელა” იხატებოდა.

ახლად რეაბილიტირებული ავლაბრის მეტროში ორი დღეა, კოკისპირულად წვიმს, ხოლო გუშინ, ამ “ქოცური” სტანდარტით ახლად გარემონტებულმა და განახლებულმა თბილისის აეროპორტის მიმღებმა ტერმინალმა წყლის დენა დაიწყო ყველა წერტილიდან ისე, რომ დღეს მომლოდინეებსა და მგზავრებს შიგნით ვერ იღებს.

ამ კორუფციული სქემების ავტორი და ის ხალხი, ვინც ამას აგრძელებს ვინმე გოგსაძეზე და სხვა მათთან დაკავშირებულ პირებზე გაცემული ტენდერებით, ეს ხალხი გვეუბნება, რომ ისინი მოახერხებენ და სამ წელიწადში ააშენებენ ისეთ რთულ კონსტრუქციას, როგორიც არის ანაკლიის პორტი, თანაც მესამედ ფასად.

რუსთაველის გამზირი არა მარტო თბილისის, არამედ მთელი ქვეყნის არტერიაა. ის არის მთავარი ტურისტული ზონა ამ ქალაქში, სადაც ყველაზედ მეტი შემოსავლის გენერირება ხდება ტურისტული ტრაფიკით. ამ ქუჩის ასეთი სქემებით რეაბილიტაცია მიანდო ადამიანებს, რომლებიც გაურკვეველი ვადით, როგორ, რა ვითარებაში დაამთავრებენ ამ რეაბილიტაციას, არის კოლაფსი როგორც სატრანსპორტო, ისე სოციალური, ისე ტურისტული და ზოგადად, კიდევ ერთი მაგალითი, რომ ქალაქის ცენტრალურ გამზირზე “ქოცური” კორუფციის გამო თვეები გაიწელება წინასწარ ვადებში დაგეგმილი რეაბილიტაცია.

არც კორუფცია წასულა სადმე, არც “ქოცური” მომრიგებლობა, ერთადერთი საწყალი ღარიბაშვილი, ლილუაშვილი და ძმანი მისნი სხედან ციხეში, როგორც სადემონსტრაციოდ დასჯილი ხალხი”, – განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “რაც უფრო ხშირად მაქვს კომუნიკაცია როგორც ევროკავშირის წევრი, ისე კანდიდატი ქვეყნების წარმომადგენლებთან, მით უფრო ბუნდოვანი ხდება, სად იმყოფება დღეს ბრიუსელი ევროკავშირის გაფართოების გზაზე”- შალვა პაპუაშვილი
  • “სააკაშვილი არის ადამიანი, რომელმაც ქართული პასპორტი სხვა ქვეყნის პასპორტზე გაცვალა” – რას ამბობს შალვა პაპუაშვილი
  • გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge