Tuesday, July 7, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ფაშისტური ჯგუფის საქმე – ცნობილია, რამდენ წელს გაატარებს ციხეში არასრულწლოვანი, რომელიც წამებაში იღებდა მონაწილეობას

July 7, 2026
ფაშისტური ჯგუფის საქმე – ცნობილია, რამდენ წელს გაატარებს ციხეში არასრულწლოვანი, რომელიც წამებაში იღებდა მონაწილეობას

თბილისის საქალაქო სასამართლომ ორგანიზებული ჯგუფის მიერ წამების, ჯგუფური მოქმედების ორგანიზების და მასში მონაწილეობის ფაქტებზე ერთ-ერთ არასრუწლოვან ბრალდებულს, რომელიც „ფაშისტური-ნაცისტური” იდეოლოგიის მქონე იყო, 14,6 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

როგორც საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ბრალდებული მათ შორის არასრულწლოვნების მიმართ, ძალადობას და წამებას უწევდა ორგანიზებას.

„თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შეუწყნარებლობის მოტივით ორგანიზებული ჯგუფის მიერ წამებაში, ჯგუფური მოქმედების ორგანიზებასა და მასში მონაწილეობის ფაქტებზე ერთ-ერთი ბრალდებული არასრულწლოვანი დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ „ფაშისტური-ნაცისტური” იდეოლოგიის მქონე ბრალდებული, დაჯგუფებისთვის მიუღებელი ცხოვრების წესის მქონე პირების, მათ შორის არასრულწლოვნების მიმართ, ძალადობას და წამებას უწევდა ორგანიზებას და ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდა დაზარალებულებზე.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორგანიზებული ჯგუფის მიერ წამება, ორი ეპიზოდი), 144-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ,,ზ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორგანიზებული ჯგუფის მიერ წამება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) და 225-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით (ჯგუფური მოქმედების ორგანიზება და მასში მონაწილეობა, რასაც თან ახლავს ძალადობა) წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის საზედ და ზომად 14 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის დათქმებიდან გამომდინარე მას სასჯელი ერთი მესამედით შეუმცირდა და 9 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა”, – ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ნატო-თი ძალიან იმედგაცრუებული ვიყავი…” – რას ამბობს დონალდ ტრამპი
  • “ეს არის ჯემი, რომელიც სომხური გარგარისგან მოვამზადე…გარგარი სომხეთში მიმდინარე ცვლილებების სიმბოლოა” – მარტა კოსი
  • ელისო კილაძის პროცესი – უფლებადამცველების თქმით, დაკითხულ მოწმეებს ელისო კილაძესთან შეხება არასდროს ჰქონიათ

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge