Tuesday, July 7, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ბრძოლა გრძელდება, ბრალს არ ვაღიარებ!” – ელისო კილაძე

July 7, 2026
ელისო კილაძე ქოლცენტრების საქმესთან დაკავშირებითაა დაკავებული – პროკურატურა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტის, ელისო კილაძის პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის ორი მოწმე გამოიკითხება.

პროცესს ესწრება ბრალდებული ელისო კილაძეც. მან სხდომის დახურვამდე მხოლოდ იმის თქმა მოასწრო, რომ დანაშაულს არ აღიარებს და მედიის წარმომადგენლებს, რომლებიც მისი პროცესების გახსნას ითხოვენ, მადლობა გადაუხადა.

„ბრძოლა გრძელდება, ბრალს არ ვაღიარებ!“ – თქვა ჟურნალისტმა.

ელისო კილაძის უფლებადამცველი განმარტავს, რომ დღევანდელ პროცესზე იკითხებიან პირები, რომლებსაც ე.წ. ქოლ-ცენტრებთან შემხებლობა არ აქვთ და ერთ-ერთისგან ბრალდებული ჟურნალისტის შვილმა მანქანა შეიძინა, ხოლო მეორისგან ბინა.

“ბრალდების მხარეს მოჰყავს ორი მოწმე, მე ალბათ შუამდგომლობა მექნება სასამართლოს წინაშე, რომ გახსნას სასამართლო პროცესი, გამომდინარე იქიდან, რომ ორი მოწმე, რომლებიც დღეს იკითხებიან სასამართლოზე, არცერთი არ არის შემხებლობაში ელისო კილაძის საქმესთან დაკავშირებით, კერძოდ ქოლ-ცენტრებთან დაკავშირებით. ორი მოწმიდან ერთს აქვს ბინა შეძენილი, მეორეს ავტომანქანა აქვს შეძენილი და რა გასაკვირია, რომ ერთი ავტომანქანა და ერთი ბინა ჰქონდეს შვილს შეძენილი,” – ამბობს ადვოკატი.

შენიშვნა: კომენტარები სასამართლო პროცესის დაწყებამდე ჩაიწერა.

ელისო კილაძე ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ქუჩაში 18 თებერვალს დააკავეს.

„ქრონიკა პლუსის“ დამფუძნებელს ყოფილ გენერალურ პროკურორ ოთარ ფარცხალაძესა და ბიზნესმენ ძმებ დავით და გიორგი მიქაძეებთან ერთად თაღლითობასა და ფულის გათეთრებას ედავებიან. ელისო კილაძე დაკავების პირველივე დღიდან ამბობს, რომ ის მამუკა მდინარაძის შურისძიების მსხვერპლია.

ცნობისთვის, ე.წ. ქოლ ცენტრების საქმეზე საერთო ჯამში 10 პირია ბრალდებული. ელისო კილაძეს, ოთარ ფარცხალაძეს, გიორგი მიქაძეს, დავით მიქაძეს, ირაკლი სეხნიაშვილს, მიხეილ ჩოხელს, გივი ჯიბლაძეს, ბენ ანორს, თორნიკე ჯანელიძესა და გიორგი კამლაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 194-ე მუხლებით აქვთ წარდგენილი, რაც ორგანიზებული ჯგუფის მიერ თაღლითობასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას (ფულის გათეთრებას) გულისხმობს.

კილაძის საქმის წარმოება ცალკე წარმოებადაა გამოყოფილი – სასამართლო პროცესები დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ნატო-თი ძალიან იმედგაცრუებული ვიყავი…” – რას ამბობს დონალდ ტრამპი
  • “ეს არის ჯემი, რომელიც სომხური გარგარისგან მოვამზადე…გარგარი სომხეთში მიმდინარე ცვლილებების სიმბოლოა” – მარტა კოსი
  • ელისო კილაძის პროცესი – უფლებადამცველების თქმით, დაკითხულ მოწმეებს ელისო კილაძესთან შეხება არასდროს ჰქონიათ

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge