Tuesday, July 7, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

გავრცელებული ინფორმაციით, ვაჟა-ფშაველაზე მდებარე ტერიტორია, სადაც გუშინ მიწა ჩამოიშალა, ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახს ეკუთვნის

July 7, 2026
გავრცელებული ინფორმაციით, ვაჟა-ფშაველაზე მდებარე ტერიტორია, სადაც გუშინ მიწა ჩამოიშალა, ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახს ეკუთვნის

მარიჯანის ქუჩაზე მდებარე ტერიტორია, სადაც მიწა ჩამოიშალა, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახს ეკუთვნის.

“ტვ პირველის” ინფორმაციით, აღნიშნულ ადგილას, თავდაპირველად კორპუსს “ცენტრ პოინტი” აშენებდა, ხოლო შეჩერებული მშენებლობის განსაახლებლად მიწა შპს “საბურთალოს” გადაეცა, რომლის 50%-იანი წილის მფლობელებს შორის ყოფილი თავდაცვის მინისტრის ცოლის ძმა, ვასილ მხეიძეა, დანარჩენი წილი კი ანა გოგიშვილს ეკუთვნის.

აღსანიშნავია, რომ “ცენტრ პოინტის” გაჩერებული მშენებლობა ახალ კომპანიას თბილისის მერიის შუამავლობით გადაეცა.

ანა გოგიშვილი “ტვ პირველთან” განმარტავს, რომ ვინაიდან ვასილ მხეიძეს სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენი უკვე გამოუტანეს, 50%-იანი წილის დაბრუნებას გეგმავს.

“100%-ი ჩემი იყო ეს ფოტო და “ერერ გრუპია” 50%. დიახ, ეს არის ვასილ მხეიძეს. წელიწად-ნახევარი, თუ 2 წელი გავიდა, [რაც წილში შემოვიდნენ]. ადგილმონაცვლე და ზოგადად არაფერი არ ვიცი, ხელუხლებელია ეს წილი და დაბრუნდება უკან. ვასილი იყო ჩეულებრივი მშენებელი ბიჭი, მაგ კომპანიას არც ყადაღა ადევს და არც არაფერი, ჩვეულებრივად მიმდინარეობდა და ჩანაცვლდება იმით, რომ დავიბრუნებ უკან მაგ წილს,” – ამბობს ანა გოგიშვილი.

“ცენტრ პოინტის” კომერციული დირექტორი, პაატა სვანიძე “TV პირველს” უდასტურებს, რომ “ცენტრ პოინტის” შემდეგ ყველაფერი კომპანიას, რომელსაც ანა გოგიშვილი ფლობს, 2020 წელს მერიის ჩართულობით გადაეცა.

მისი თქმით, 2020 წელს ყველა წილის მფლობელი იყო ანა გოგიშვილი, თუმცა 2023 წელს შემოდის ახალი პარტნიორი, ანუ ვასილ მხეიძის კომპანია.

“მერიის შუამდგომლობით არა, როდესაც მერია აცხადებდა 2020 წელს, რომ კომპანიებს მიეღოთ მონაწილეობა “ცენტრ პოინტის” დაუმთავრებელი შენობის ირგვლივ, მიიღეს მონაწილეობა და გაიმარჯვეს, წარადგინეს წინადადება, რომელიც მისაღები იყო ჩვენთვის და გადაეცა ინვესტორს.

არა, 2020 წელს ანა გოგიშვილი [იყო ჩართული], [ვასილ მხეიძე პარტნიორი] 2023 წელს გახდა,” – ამბობს პაატა სვანიძე.

დოკუმენტებში ჩანს, რომ ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმამ, სამშნებლო ბიზნესი 2024 წლის 19 დეკმებრს იყიდა, მილიონ 600 ათას დოლარად.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, მისი ყოფილი მოადგილე გიორგი ხაინდრავა, ბურჭულაძის ცოლის ძმა – ვასილ მხეიძე და თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ვლადიმერ ღუდუშაური სასამართლომ დამნაშავედ ცნო. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ირაკლი ხუსკივაძემ მიიღო.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ვოლოდიმირ ზელენსკი ნატო-ს მოკავშირეებს მიმართავს
  • მოწმე პოლიციელმა პოლიტიკოსების წინააღმდეგ ჩვენება 5 თვის დაგვიანებით მისცა
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას ხვალ?

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge