Wednesday, July 8, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

რას ამბობენ ადგილობრივები ვაჟა-ფშაველას მეტროს მიმდებარედ მომხდარ მიწის ჩამოშლასთან დაკავშირებით – ახალი დეტალები

July 7, 2026
რას ამბობენ ადგილობრივები ვაჟა-ფშაველას მეტროს მიმდებარედ მომხდარ მიწის ჩამოშლასთან დაკავშირებით – ახალი დეტალები

უხვი ნალექის შედეგად, ვაჟა-ფშაველას მეტროს მიმდებარედ, ერთ-ერთ სამშენებლო მოედანზე მიწის ჩამოშლასთან დაკავშირებით ადგილობრივები “ტვ პირველთან” საუბრობენ და აცხადებენ, რომ მათ გამგეობაში განცხადება დაწერეს და შესაბამისი სამსახურები გააფრთხილეს, რომ კორპუსი ავარიულ მდგომარეობაში იყო, ხოლო გზაზე ბზარები გაჩნდა, თუმცა გამგეობას რეაგირება არ ჰქონია.

მოსახლეობა აცხადებს, რომ თავდაპირველად სამშენებლო მოედნის ტერიტორიაზე “ცენტრ პოინტმა” კორპუსის ნახევარი ააშენა, თუმცა შემდეგ აშენებული ნაწილი დაანგრიეს და საძირკველი ამ მდგომარეობაში დატოვეს.

როგორც ირკვევა, ამ დროისთვის მშენებლობის ნებართვა შპს “საბურთალოზეა” გაცემული.

“თავმჯდომარე იყო მისული, დაწერა განცხადება და მაგისთანა განცხადებები აქ მილიონიაო, სანამ კორპუსი არ წაიქცევა არ მოხვიდეთო. 4 დღის წინ იყო მისული, დაწერა, რომ კორპუსი ავარიულ მდგომარეობაშია წაიქცევაო და ასეთი არის ქვეყანა განცხადებებიო და როცა სერიოზული საშიშროება იქნება მერე მოდითო. იყო გამაგრებული, უკნიდან რკინები იყო და ბეტონი, მაგრამ ის ბეტონი გადავარდა და ახლა აღარაფერი აღარ იჭერს… დღეს რომ გაწვიმდეს ესეც გადაჰყვება.” – ამბობს ადგილობრივი.

გამგებელი, ლევან ყიფიანი “ტვ პირველთან” საუბრისას ამბობს, რომ როგორც კი მიწის მასა ჩამოიშალა, ყველა შესაბამისი სამსახური დაუყოვნებლივ ჩაერთო საქმეში. თუმცა არ გვპასუხობს კითხვაზე, თუ გამგეობა ინფორმირებული იყო, რატომ არ მოხდა რეაგირება მიწის მასის ჩამოშლამდე.

“მე არ მქონდა ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია. უსაფრთხოების ღობეები გაკეთდა, სამხარაული დაჩქარებული წესით გაკეთდება დასკვნის მომზადება და შემდეგ მაგის რეკომენდაციების მიხედვით დაიწყება გამაგრებითი სამუშაოები. როგორც კი მოხდა ჩამოშლა, დაუყოვნებლივ ჩაერთო ყველა შესაბამისი სამსახური. როგორც მაქვს ინფორმაცია, აღნიშნული კომპანია დაჯარიმდა უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო,” – ამბობს ლევან ყიფიანი.

ამ დროისთვის, მოსახლეობა სამხარაულის ექსპერტებს ელოდება.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტს ახალი დირექტორი ჰყავს
  • სასაზღვრო პოლიციამ ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავა
  • “გადავჭრი მუხლებში და ყურს მოვაჭრი კიდევ…” – ვრცელდება ფარული ჩანაწერები, რომლებშიც “ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი პირები ფიგურირებენ

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge