Tuesday, July 7, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“მოწმეები ბრალდებული პირების გარდა გიორგი ქადაგიძეს, ლევან ხაბეიშვილსა და გიორგი გახარიას ასახელებენ” – ადვოკატი ე.წ. საბოტაჟის საქმეზე

July 7, 2026
“მოწმეები ბრალდებული პირების გარდა გიორგი ქადაგიძეს, ლევან ხაბეიშვილსა და გიორგი გახარიას ასახელებენ” – ადვოკატი ე.წ. საბოტაჟის საქმეზე

მოწმეები არც ბრალდებულების მიმართ არ იძლევიან განსაკუთრებულ ჩვენებებს – ჩვენ ამ საქმეს „ჟესტების საქმე“ დავარქვით, ბრალდებულების მიმართ ისინი იძახიან, რომ მათი საუბარი არ გაუგიათ, მაგრამ აქციაზე მყოფ ადამიანებს ჟესტებით მოუწოდებდნენ, რომ პარლამენტში შესულიყვნენ,- ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერისა და ე.წ. საბოტაჟის საქმის ერთ-ერთი ბრალდებულის, ნიკა გვარამიას ადვოკატმა, ქეთი ჩომახაშვილმა, სასამართლო პროცესის წინ განაცხადა.

მისი თქმით, გარკვეული მოწმეები, ბრალდებულების გარდა ახსენებენ, ეროვნული ბანკის ყოფილ პრეზიდენტს, გიორგი ქადაგიძეს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილსა და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას.

ადვოკატის თქმით, გიორგი გახარია მოვლენების ეპიცენტრში, პარლამენტის წინ და მიმდებარე ტერიტორიაზე არასდროს ყოფილა, ამიტომ როგორც ის აცხადებს, ,,მოწმეები სასამართლოში ცრუ ინფორმაციას აჟღერებენ”.

„6-დან 1 მოწმე ამ საქმეში ბრალდებული პირების გარდა გიორგი ქადაგიძეს, ლევან ხაბეიშვილსა და გიორგი გახარიას ასახელებს.

გახარიას კონტექსტი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ყველამ ვიცით, რომ გახარია მოვლენების ეპიცენტრში, პარლამენტის წინ და მიმდებარე ტერიტორიაზე არასდროს ყოფილა და ჩვენ, დაცვის მხარე ამაზე განსაკუთრებულ აქცენტს ვაკეთებთ, რომ დავადასტუროთ, რომ მოწმეები, რომლებიც სასამართლოში მოდიან, ცრუობენ და რეალურ ინფორმაციას არ გადმოსცემენ.

მოწმეები არც ბრალდებულების მიმართ არ იძლევიან განსაკუთრებულ ჩვენებებს. ჩვენ ამ საქმეს „ჟესტების საქმე“ დავარქვით. ბრალდებულების მიმართ ისინი იძახიან, რომ მათი საუბარი არ გაუგიათ, მაგრამ აქციაზე მყოფ ადამიანებს ჟესტებით მოუწოდებდნენ, რომ პარლამენტში შესულიყვნენ.

გიორგი ქადაგიძეს, ლევან ხაბეიშვილსა და გიორგი გახარიას, როგორც პოლიტიკოსების გვერდით მდგომ პირებს, ისე ასახელებენ. ეს მოწმეები, რომლებიც ამ პირებს ასახელებენ სასამართლოში, დასახელებული ჰყავთ გამოძიების ეტაპზეც. პროკურორი მითითებას ცდილობს, რომ ეს პირები ამ საქმეში ბრალდებულები არ არიან“,- განაცხადა ქეთი ჩომახაშვილმა.

ცნობისთვის, ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ბრალი მიხეილ სააკაშვილს, გიორგი ვაშაძეს, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აქვს წარდგენილი.

უფრო კონკრეტულად, გიორგი ვაშაძეს და ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით წარედგინათ, რაც საბოტაჟს და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს. აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

ელენე ხოშტარიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც საბოტაჟის, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდებას და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.

ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც საბოტაჟს გულისხმობს.

მიხეილ სააკაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებას გულისხმობს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • მარიჯანის ქუჩის მაცხოვრებლებს ექსპერტებმა ზეპირსიტყვიერად განუცხადეს, რომ ევაკუაცია არ მოხდება
  • მიხეილ სააკაშვილი განცხადებას ავრცელებს
  • “ირაკლი კირცხალია აჟიტირებულია, ალბათ, ბედნიერად გრძნობს თავს მამუკა მდინარაძის კალთის ქვეშ” – რას ამბობს გიგა ფარულავა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge