Saturday, July 4, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home კრიმინალური ამბები

ავალიანის მკვლელობა – საქმის პროკურორის თქმით, შესაძლებელია, გამოყოფილ საქმეში “ახალი პოტენციური ბრალდებულები გამოიკვეთონ”

July 4, 2026
ავალიანის მკვლელობა – საქმის პროკურორის თქმით, შესაძლებელია, გამოყოფილ საქმეში “ახალი პოტენციური ბრალდებულები გამოიკვეთონ”

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე შესაძლოა, ბრალდებულ პირთა წრე კიდევ გაიზარდოს – დღეს საქმის პროკურორმა, ქეთი სონიძემ ჟუნრალისტებს უთხრა, რომ შესაძლებელია, გამოყოფილ საქმეში “ახალი პოტენციური ბრალდებულები გამოიკვეთონ”.

სახელმწიფო მბრალდებლის თქმით, თუ გამოძებსი პროცესში პოტენციური ბრალდებულები გამოიკვეთებიან, მათ მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყება.

ჩვენს შუამდგომლობაში (გიორგი მალანიას მიმართ) მხოლოდ მიმალვის საფრთხე არ იყო მითითებული. იყო ასევე ახალი დანაშაულის ჩადენისა და მტკიცებულებებზე უკანონო ზემოქმედების მოხდენის საფრთხე. რაც შეეხება მიმალვის საფრთხეს, გიორგი მალანია ლანჩხუთში იმყოფებოდა, გადაადგილდებოდა ზურგჩანთით და არსებობდა ვარაუდი იმის, რომ ის აპირებდა მიმალვას და სწორედ ამ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე იქნა დაკავებული.

რაც შეეხება მტკიცებულებებზე უკანონო ზემოქმედების მოხდენის საფრთხეს, ამაზე ისევ გრძელდება გამოძიება – შესაძლებელია გამოყოფილ საქმეში კიდევ გამოიკვეთონ ახალი პოტენციური ბრალდებულები, რომელთა მიმართაც შესაძლოა, მომავალში იყოს გადაწყვეტილება მიღებული და დავიწყოთ დევნა და რომ არ მოხდეს იმ პოტენციურ ბრალდებულებთან რაიმე სახის შეთანხმება, რაიმე ინფორმაციის შეცვლა, წაშლა დამახინჯება, ან მოწმეებზე უკანონო ზემოქმედება, სწორედ ამ საფრთხეზეც მივუთითებდით ჩვენ შუამდგომლობაში.

რაც შეეხება ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეს, რა თქმა უნდა, თავიდან არავინ დაესხმის თავს უკვე მოკლულ ადამიანს და არც სხვა ძალადობრივ ქმედებებს არ ვგულისხმობთ, ჩვენ ამ საფრხთეს მოვიაზრებთ, როგორც სამართალწარმოების წინააღმდეგ ჩასადენი დანაშაულის საფრთეზე. ანუ შესაძლოა მტკიცებულებებზე უკანონო ზემოქმედება მოხდეს და ეს ნიშნავს ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეს”, – განაცხადა სონიძემ.

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ არასწრულწლოვანს, გიორგი მალანიას აღკვეთი ღონისძიებსი სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება დახურულ სასამართლო სხდომაზე გამოცხადაა, რომელსაც ბრალდებუსლი მამა, შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანი, მერაბ მალანიაც ესწრებოდა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მალანიას ბრალი დაუმძიმეს – შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნის შვილს გამოძიება არა დანაშაულის შეუტყობინებლობას, არამედ ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარებას ედავება.

მალანიას ბრალის ოფიციალური დადგენილება ზაჰესის წინასწარი მოთავსების იზოლატორში გააცნეს. ბრალის წარდგენას ადვოკატთან ერთად მალანიას მამა, მერაბ მალანიაც ესწრებოდა.

პროკურატურა ამბობს, რომ ალექსანდრე გაბაშვილმა, გიორგი რიკაძემ და დემეტრე ჩიქოვანმა სწორედ გიორგი მალანიას დახმარებით (რომელიც გიგა ავალიანის მოსწავლე იყო) გაარკვიეს მისი სამუშაო და საცხოვრებელი ადგილის მისამართები, შეისწავლეს მისი სამუშაო გრაფიკი, რა გზით გადაადგილდებოდა სამსახურიდან სახლში. შეარჩიეს განზრახვის შესრულების ადგილი და დაიწყეს თვალთვალი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • გიორგი ვაშაძე ALDE-ს რეზოლუციის პროექტზე – ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ საქართველოს მოქალაქეები არ დაზარალებულიყვნენ „ქართული ოცნების“ მავნებლური ქმედებების გამო – საქართველოს მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა უნდა შეუნარჩუნდეთ
  • “ჩვენი შვილები და საქართველო უნდა იყოს თავისუფალი” – პატიმრების მშობლები წალენჯიხაში იმყოფებიან
  • “ძლიერი საქართველო-ლელოს” ლიდერები რუსთავში მოსახლეობას ხვდებიან

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge