Friday, July 3, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიას ბრალდება დაუმძიმდა – ცნობილია, რამდენ წლამდე პატიმრობა ემუქრება მას

July 3, 2026
გიგა ავალიანის საქმე – პროკურორის თქმით, მალანიამ მკვლელობაში ბრალდებულთან სატელეფონო კავშირი დაადასტურა

გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიას ბრალდება დაუმძიმდა. ის განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის 1 ივლისს დააკავეს. პროკურატურამ კი დღეს ოფიციალურად წარუდგინა ბრალდება, რომელიც ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარებას გულისხმობს. მალანიას წინააღმდეგ გამოძიება სსკ-ის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ლ’’ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში მას 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. პროკურატურა დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს. ჯერჯერობით უცნობია, როდის ჩატარდება სასამართლო პროცესი.

გიორგი მალანია შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას შვილია. შვილისთვის ბრალის წარდგენას იზოლატორში დღეს მერაბ მალანიაც დაესწრო. მან იზოლატორიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისი შვილი უდანაშაულოა და სამართლებრივად იბრძოლებს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.

გიორგი მალანია გიგა ავალიანის მოსწავლე იყო. პროკურატურა აცხადებს, რომ ალექსანდრე გაბაშვილმა, გიორგი რიკაძემ და დემეტრე ჩიქოვანმა გიორგი მალანიას დახმარებით, გაარკვიეს გივა ავალიანის სამუშაო და საცხოვრებელი ადგილის მისამართები, შეისწავლეს მისი სამუშაო გრაფიკი, რა გზით გადაადგილდებოდა სამსახურიდან სახლში. შეარჩიეს განზრახვის შესრულების ადგილი და დაიწყეს თვალთვალი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას ხვალ?
  • Tbilisi Open Air 2026-თან დაკავშირებით ლისის ტბის მიმდებარედ საგზაო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება
  • თბილისის მერია მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge