„ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
კომპანიის ცნობით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 3 ივლისს 10:00-დან 19:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ახატანი, ჭოპორტი, ბიწმენდი და მიმდებარე სოფლებში;
01:00-დან 02:00 საათამდე აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტის სოფლებში – მუხათწყარო, თხინვალა, ლისი და მიმდებარე სოფლებში;
01:00-დან 03:30 საათამდე აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტის სოფელ დიღომში, დიდი დიღმის ტერიტორიაზე და მიმდებარე ტერიტორიაზე;
13:00-დან 20:00 საათამდე აბონენტებს სოფელ დიღომში;
15:15-დან 18:30 საათამდე აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში სოფელ გლდანში, გიორგიწმინდაში და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში”, – აცხადებენ კომპანიაში.
