Thursday, July 2, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„ემპაირ სტეიტ ბილდინგის“ ანძაზე ნიშნობის შემდეგ ნიუ-იორკის პოლიციამ რუსი ექსტრემალი წყვილი დააკავა

July 2, 2026
„ემპაირ სტეიტ ბილდინგის“ ანძაზე ნიშნობის შემდეგ ნიუ-იორკის პოლიციამ რუსი ექსტრემალი წყვილი დააკავა

„ემპაირ სტეიტ ბილდინგის“ ანძაზე ნიშნობის შემდეგ ნიუ-იორკის პოლიციამ რუსი ექსტრემალი წყვილი დააკავა.

Reuters-ის ცნობით, რუსი ექსტრემალი წყვილი ანჯელა ნიკოლაუ და ივან ბეერკუსი ნიუ-იორკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ცათამბჯენის, „ემპაირ სტეიტ ბილდინგის“ ანძის მწვერვალზე უკანონოდ ავიდნენ. მათ 443 მეტრის სიმაღლეზე მსოფლიო მშვიდობის მოწოდებით ბანერი გაშალეს, რის შემდეგაც კაცმა ქალს ხელი სთხოვა.

გამოცემის ინფორმაციით, წყვილი ექსტრემალურ ასვლას სოციალურ ქსელებშიც აშუქებდა. შემთხვევის ადგილზე მისულმა პოლიციამ ორივე დააკავა. ოფიციალური ინფორმაციით, დაკავებულები არიან 33 წლის ანჯელინა ნიკოლაუ და 32 წლის ივან კუზნეცოვი. Reuters წერს, რომ დაკავებულებს ბრალად ედებათ შენობაში უკანონოდ შეღწევა, საფრთხის შექმნა, ქონების დაზიანება, კერძო საკუთრებაში უკანონოდ შეჭრა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა.

ამ ეტაპზე უცნობია, როგორ შეძლო წყვილმა უსაფრთხოების მკაცრი ზომების მიუხედავად ცათამბჯენის ანძაზე ასვლა. 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ „ემპაირ სტეიტ ბილდინგზე“ უსაფრთხოების კონტროლი მნიშვნელოვნად გამკაცრებულია. ანჯელა ნიკოლაუ და ვანია ბეერკუსი მსოფლიოში ცნობილები არიან ე.წ. „რუფტოპინგით“ – ცათამბჯენებსა და სხვა მაღალი ნაგებობების სახურავებზე უსაფრთხოების აღჭურვილობის გარეშე ასვლით. მათი ისტორია 2024 წელს Netflix-ის დოკუმენტურ ფილმში „Skywalkers: A Love Story“ აისახა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ცნობილია ნაძალადევში მომხდარი ავარიის შედეგად დაღუპული ქალის ვინაობა
  • პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
  • კიევის დარნიცკის რაიონში მაშველები ნანგრევების ქვეშ 15 წლის გოგონასა და მისი ოჯახის წევრებს ეძებენ

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge