Thursday, July 2, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული გიორგი მალანიას ადვოკატის განცხადებით, მალანიას დანაშაულის შეუტყობინებლობასთან შემხებლობა არ ჰქონია

July 2, 2026
გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული გიორგი მალანიას ადვოკატის განცხადებით, მალანიას დანაშაულის შეუტყობინებლობასთან შემხებლობა არ ჰქონია

მასწავლებელ გიგა ავალიანის საქმეზე შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას დაკავებული შვილის, გიორგი მალანიას ადვოკატის, ლაშა ცუცქირიძის განცხადებით, მალანიას დანაშაულის შეუტყობინებლობასთან შემხებლობა არ ჰქონია.

აღნიშნულის შესახებ ადვოკატმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

როგორც ადვოკატი განმარტავს, მან მალანია დაკავებიდან მალევე მოინახულა, თუმცა, საქმის დეტალებზე მასთან არ უსაუბრია. ცუცქირიძე მისი დაცვის ქვეშ მყოფს დღეს, რამდენიმე საათში შეხვდება.

„მასთან გუშინ, გვიან ღამე მქონდა შეხვედრა, არანაირ დეტალზე არ გვისაუბრია, უბრალოდ მოვინახულე, გავიცანი ჩემი დასაცავი პირი, დანარჩენთან დაკავშირებით ინფორმაცია ერთმანეთთან არ გაგვიცვლია.

დაახლოებით, 1 საათის შესახლებული იყო დროებითი მოთავსების იზოლატორში და მე თვითონაც არ მივიჩნიე მიზანშეწონილად ამ თემებზე საუბარი. დაკავების ოქმიდან ვიცით, რომ შეუტყობინებლობის მუხლით არის დაკავებული.

ის დაკავებამდე მოწმის სტატუსით სარგებლობდა, როგორც ვიცი, მანამდე საგამოძიებო ორგანოში დაკითხულია. რაც შეეხება ჩვენების შინაარს, ის ჩემთვის უცნობია და როგორც გითხარით, გუშინ, ამ თემებზე საერთოდ არ გვისაუბრია. თუმცა, ოჯახისა და მისი განწყობაც ასეთია, რომ არანაირი შემხებლობა ამ მუხლთან, დანაშაულის შეუტყობინებლობასთან მას ბუნებრივია, არ ჰქონია. დეტალებზე, რა იყო, რა – არა, ინფორმაციას ვერ მოგაწვდით“, – განაცხადა ცუცქირიძემ.

საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, გიორგი მალანიას ედავება იმ ფაქტს, რომ ის გიგა ავალიანზე თავდასხმასთან დაკავშირებით ინფორმაციას ფლობდა, ასევე, მან გიგა ავალიანზე თავდასხმიდან მალევე შეიტყო ჩადენილი ქმედების დეტალები, თუმცა მომხდარის შესახებ პოლიციას არ შეატყობინა.

ცნობისთვის, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ცნობილია ნაძალადევში მომხდარი ავარიის შედეგად დაღუპული ქალის ვინაობა
  • პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
  • კიევის დარნიცკის რაიონში მაშველები ნანგრევების ქვეშ 15 წლის გოგონასა და მისი ოჯახის წევრებს ეძებენ

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge