Wednesday, July 1, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ბოდვა!” – გახარიას გუნდი მამუკა მდინარაძის განცხადებებს პასუხობს

July 1, 2026
“ბოდვა!” – გახარიას გუნდი მამუკა მდინარაძის განცხადებებს პასუხობს

ეს იყო ზარი დიფ სთეითიდან, – ასე პასუხობს მამუკა მდინარაძის ბრალდებებს გიორგი შარაშიძე, რომელიც სახელმწიფო მინისტრმა პარლამენტში პროვოკაციის მოწყობაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ დაპირისპირებამდე შარაშიძე ტელეფონით საუბრობდა.

გახარიას გუნდის წევრი ამბობს, რომ მდინარაძის ეს განცხადება არასერიოზულია, თუმცა მისმა ბრიფინგმა ცხადყო, რომ ძალადობს წამხალისებლები სწორედ თავად “ოცნების” წევრები არიან.

“ეს იყო ზარი დიფ სთეითიდან და ამ ზარით მაცნობეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ იქ გადაწყვეტილი ჰქონდათ კობახიძის თანამდებობიდან გათავისუფლება, შეცვალეს ეს გადაწყვეტილება და გვირჩიეს, რომ ჩვეული, აკადემიური სტილით გაგვეგრძელებინა დებატები. ეს იყო და ეს. ამაზე, საერთოდ, რა სერიოზული კომენტარი შეიძლება, გავაკეთო, ჩემთვის წარმოუდგენელია.

რაც შეეხება ამ საკითხის მეორე მხარეს, ბატონმა მდინარაძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი დღევანდელი ბრიფინგით, თუ ვინ არის სინამდვილეში, ამ ქვეყანაში ძალადობის წამხალისებელიც, ორგანიზატორიც და კოორდინატორიც, – ამბობს შარაშიძე.

მამუკა მდინარაძის განცხადებას “ბოდვას” უწოდებს გახარიას გუნდის კიდევ ერთი წევრი სოფო ხორგუანიც. მისი თქმით, მომხდარი სწორედ მამუკა მდინარაძის ორგანიზებული იყო და ის პასუხისმგებლობას ვერ აირიდებს.

“მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ შარაშიძეს ვიღაცამ დაურეკა და შარაშიძეს ვიღაცამ რომ დაურეკა, ამიტომ კირცხალიამ დაიწყო ბღავილი და დაიწყეს ეს თავდასახმა “ოცნების” წევრებმა? ანუ გიორგი შარაშიძე მართავს “ოცნების” დეპუტაციას? გიორგი შარაშიძე ტრბუნიდან საუბრობდა და ირაკლი კობახიძეს მიმართავდა და ამ დროს დაიწყო “ოცნების” დეპუტაციამ თავდასხმა. ეს არის მოცემულობა.

მამუკა მდინარაძე არის ახლართული იმ რაღაც თავის ბოდვებში და თავის მართლებებში, რომელიც არ მიკვირს, რომ მას სჭირდება, იმიტომ, რომ მამუკა მდინარაძის ორგანიზებული იყო მთელი ეს პროცესი, თავდასხმა ოპონენტებზე. ეს იყო მამუკა მდინარაძის ორგანიზებული და ვერაფრით ვერ აიცილებს ამ პასუხისმგებლობას მამუკა მდინარაძე” – ამბობს სოფო ხორგუანი.

მამუკა მდინარაძემ დღეს თქვა, რომ პარლამენტში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირება და „ქართული ოცნების“ წევრების რეაქცია, გახარიას გუნდის წევრების მხრიდან პროვოკაციის მოწყობის მცდელობას მოჰყვა. ამის შესახებ სახელმწიფო მინისტრმა საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა. მან ასევე აღნიშნა, ჩხუბის დაწყებამდე, გიორგი შარაშიძე ტელეფონზე საუბრობდა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ელენე ხოშტარია კლინიკა „ვივამედში“ გადაჰყავთ
  • მინდია შერვაშიძემ საპატიმრო დატოვა
  • “ბრალდებული ფლობდა ინფორმაციას გიგა ავალიანზე თავდასხმასთან დაკავშირებით”- შსს გიგა ავალიანის მკვლელობასთან დაკავშირებით ახალ დეტალებს ავრცელებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge