ივანიშვილის მიერ გაგდებული გენერალ-ინკასატორ-ზონდერ-კოორდინატორი იმდენადაა შეშინებული, რომ თავისი ზონდერების სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან დაცვის არგუმენტად მომხდარ ფაქტზე ჩვენი პარტიის სამართლებრივი კვალიფიკაციის დაკნინება სცადა, თითქოს გიგა ფარულავა სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა , – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრი, პარლამენტის დეპუტატი ვიკა ფილფანი სოციალურ ქსელში აქვეყნებს პოსტს.
როგორც ფილფანი წერს, იმ ფაქტს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები მოშლილია, მამუკა მდინარაძის ბრიფინგიც ადასტურებს, რომელიც პროკურატურის ნაცვლად ჩაატარა.
„თუ მას სამართლებრივ ლოგიკაში გავყვებით, ზონდერ-კოორდინატორი იმასაც ვერ ხვდება, რომ ის თავისი ლოგიკით მინიშნებას აკეთებს სისხლის სამართლის კოდექსის კიდევ უფრო მძიმე მუხლზე, რითაც უფრო უმძიმებს მოძალადეებს მდგომარეობას.
რაც უწერიათ, ის მუხლი არაა სწორიო (რაც აბსურდია), მაგრამ თუ მოვალეობის შესრულებას არ ჰქონია ადგილი, მთლად უარესი თქვენთვის!
სახელმწიფო ინსტიტუტები რომ მოშლილია და არავითარი სამართლიანი წესრიგი ქვეყანაში არ არსებობს, ამას ზონდერ-კოორდინატორი მდინარაძის ბრიფინგიც ადასტურებს, რომელიც პროკურატურის ნაცვლად ჩაატარა ისე, რომ სამართლებრივადაც თავი დაიმარხა!
ამ ამბის მიმტან-მომტანი, ანიმატორი გენერლის ხელით გაიწირნენ მათივე ყოფილი მაღალჩინოსნები, ამ ახალ-ახალი ზონდერების გაწირვაც არ გაუჭირდება, გუნდში უკვე ყველამ იცის, რომ გამკეთებელია.
ყველაზე ბინძური საქმეები აკეთებინეს და მაინც რაღაც გამოგონილ თანამდებობაზე დასვეს, როგორც ბოლომდე გამოსაყენებელი!
ვეღარ გამოხვალთ ამ სპირალიდან!
ხალხი იქნება ყველაზე სასტიკი თქვენს მიმართ!
საკუთარი ამომრჩეველი კი უსასტიკესი!“ , – წერს ვიკა ფილფანი.
