თორნიკე თოშხუა თავისუფალია – ინფორმაციას გიორგი რომელაშვილი ავრცელებს.
მისი ინფორმაციით, მინდია შერვაშიძე რამდენიმე საათში დატოვებს გლდანის ციხეს.
მინდია შერვაშიძესა და თორნიკე თოშხუას 1 წლით პატიმრობა პირველ აპრილს მიუსაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე ელენე გოგუაძემ მიიღო.
ცნობისთვის, 16 აგვისტოს ჯგუფური ძალადობის ბრალდებით რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის 2 მონაწილე დააკავეს.
შსს-ს განცხადებით, მინდია შერვაშიძემ და თორნიკე თოშხუამ ყოფილ ფეხბურთელსა და ქართული ოცნების მხარდამჭერზე, ბექა გოცირიძეზე ჯგუფურად იძალადეს.
