კასპში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა კალათბურთელი, შაკო კავთიაშვილი ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, მანქანა ბოძს შეეჯახა. დაშავებულია კიდევ ერთი პირი.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ჩვენი გუნდის ახალგაზრდა კალათბურთელის შაკო კავთიაშვილის ტრაგიკული გარდაცვალების გამო.
ვუსამძიმრებთ მის ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს.
ნათელში იყოს შენი სული, შაკო“, – წერს საკალათბურთო კლუბი „კასპის გრიფინი“.
„რა დიდი ტრაგედიაა… სიტყვები უძლურია. გასკდა გული. ნათელში ამყოფოს უფალმა შაკოს ლამაზი სული. გამძლეობა მის მშობლებს და ახლობლებს“.
„რა მწარე ტკივილი დატოვა, გამძლეობა მის მშობლებს“.
„ეს რა ხდება ჩვენს თავს, ხალხო, ვაი შენს მშობლებს, შვილო“
„ვაიმე, რა სიმწარე ხარ შაკო, ყველაფრით უნაკლო შვილი იყავი, ნათელი შენს ლამაზ სულს“, – წერენ სოციალურ ქსელში.
