იზმირის პროვინციაში ძლიერი ხანძარია.
დასახლებებში კერები თავდაპირველად ზეითუნის ბაღებში გაჩნდა, რის შემდეგაც ძლიერი ქარის გამო ცეცხლი სწრაფად გავრცელდა ტყის მასივზე.
კატასტროფის ზონაში მობილიზებულია ათობით მეხანძრე-მაშველი. სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია როგორც სახმელეთო ძალები, ისე ავიაცია, მათ შორის, 7 თვითმფრინავი და 8 ვერტმფრენი.
ცეცხლი უკვე მიუახლოვდა საცხოვრებელ ზონას, რის გამოც დაიწყო მოსახლეობის ევაკუაცია.
