ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ავრცელებს განცხადებას მათთვის ვისაც ალერგია აწუხებს.
“4.07.2022-10.07.2022 მცენარეული ალერგენების გავრცელების პროგნოზია:
ცაცხვმა (Tilia) და ზეთისხილმა (Olea) დაასრულეს ყვავილობა.
ერთ-ერთი მაღალი ალერგენული თვისებების მქონე ბალახოვანი მცენარეების, მარცვლოვნების (Poaceae) მტვრის მარცვლების კონცენტრაცია არ შეიცვლება და საშუალო ნიშნულზე დაფიქსირდება.
ერთეული სახით დაფიქსირდება ასევე: ჯვაროსნების (Brassicaceae), მრავალძარღვას (Plantago), ჭინჭრის (Urtica) და მჟაუნას (Rumex) მტვრის მარცვლებიც.
საშუალო ალერგენული თვისებების მქონე სარეველა მცენარის, ნაცარქათამას (Chenopodium) მტვრის მარცვლების კონცენტრაცია გაიზრდება და საშუალო ნიშნულზე დაფიქსირდება.
სოკოების: ალტერნარიას (Alternaria) და კლადოსპორიუმის (Cladosporium) სპორების კონცენტრაცია არ შეიცვლება და დაბალ ნიშნულზე დაფიქსირდება.” – ნათქვამია განცხადებაში