Monday, June 29, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

რეჯეფ თაიფ ერდოღანი განცხადებას ავრცელებს

June 29, 2026
რეჯეფ თაიფ ერდოღანი განცხადებას ავრცელებს

მიუხედავად ჩვენი მნიშვნელოვანი წვლილისა, ფაქტია, რომ, ზოგიერთ შემთხვევაში, ევროპის უსაფრთხოებაში თურქეთის შეუცვლელი როლი სათანადოდ არ არის შეფასებული, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დოლმაბაჰჩეს სასახლეში ნატო-ს წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების პატივსაცემად გამართულ სადილზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ერდოღანმა ისაუბრა ანკარაში დაგეგმილ ნატო-ს სამიტზე და აღნიშნა, რომ ეს სამიტი გამოცდილების გაზიარების ყველაზე ძლიერი პლატფორმა იქნება. მისივე თქმით, ჰააგის სამიტზე აღებული ვალდებულებების შესაბამისად, თურქეთი ზრდის თავდაცვის ხარჯებს და ნატო-ს მისიებსა და ოპერაციებში ხუთ უმსხვილეს კონტრიბუტორს შორისაა.

„როგორც ქვეყანა, რომელსაც ალიანსის ევროპული ფრთის განვითარებაში მნიშვნელოვანი სიტყვა ეთქმის, ჩვენ გვაქვს ნება და სურვილი, ვიყოთ ჩართული კონტინენტზე თავდაცვისა და უსაფრთხოების ყველა ინიციატივაში. როგორც პარლამენტარებისგან, ველოდებით თქვენს აქტიურ ინტერესსა და მხარდაჭერას, რათა თურქეთი ჩაერთოს ევროკავშირის მიერ გამოცხადებულ თავდაცვისა და უსაფრთხოების ინიციატივებში. ვიწრო პოლიტიკური ინტერესების გამო თურქეთის თავდაცვითი შესაძლებლობების უგულებელყოფა და გამორიცხვა არავის ინტერესებში არ შედის, არც სარგებელს მოუტანს ვინმეს. ჩვენ უნდა შევქმნათ ალიანსის მასშტაბით უსაფრთხოებისა და თავდაცვის ერთიანი ქსელი, რომელიც ტეხასიდან ანკარამდე გადაიჭიმება, ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე. ძლიერი შეიარაღებული ძალებით, თანამედროვე სამხედრო შესაძლებლობებითა და განვითარებული თავდაცვითი მრეწველობით თურქეთი 70 წელზე მეტია, ნატო-ს ერთ-ერთი წამყვანი მოკავშირეა, რომელსაც ალიანსის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს. აქტიურად ვმონაწილეობთ ნატო-ს მისიებში და ჩვენი წვლილი შეგვაქვს მშვიდობის, სტაბილურობის შენარჩუნებაში. მოკავშირეებს ვუზიარებთ როგორც რეგიონული კრიზისების მართვის უნიკალურ გამოცდილებას, ისე ნატო-ს ფარგლებში დაგროვებულ მრავალწლიან პრაქტიკასა და ცოდნას“, – აღნიშნა ერდოღანმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ვენესუელაში, დამანგრეველი მიწისძვრიდან მე-5 დღეს, 21 წლის ბიჭი ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს
  • მიხეილ ყაველაშვილი ბულგარეთის ელჩს შეხვდა
  • გამხმარი ნაძვები სახალხო დამცველის აპარატის შენობასთან

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge