Friday, June 26, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“თქვენი ანგარიშით ჩანს, რომ ორი საქართველო არსებობს, ერთი, რომელშიც თქვენ ცხოვრობთ თქვენი ილუზიებით და მეორე, სადაც დანარჩენი საქართველოა” – ხორგუანი კობახიძეს

June 26, 2026
“თქვენი ანგარიშით ჩანს, რომ ორი საქართველო არსებობს, ერთი, რომელშიც თქვენ ცხოვრობთ თქვენი ილუზიებით და მეორე, სადაც დანარჩენი საქართველოა” – ხორგუანი კობახიძეს

თქვენი ანგარიშით ჩანს, რომ ორი საქართველო არსებობს, ერთი, რომელშიც თქვენ ცხოვრობთ თქვენი ილუზიებით, ფანტაზიებით და თქვენი ჯიბის სტატისტიკის სამსახურის ციფრებით და მეორე საქართველო, სადაც, დანარჩენი საქართველო ცხოვრობს – რუსულ “რულეტკაში” გაუმართლებს თუ არ გაუმართლებს გადარჩენისთვის ბრძოლაში, – ასე მიმართა „გახარია საქართველოსთვის“ პარტიის საპარლამენტო ფრაქციის დეპუტატმა სოფიო ხორგუანმა ირაკლი კობახიძეს, რომელმაც საკანონმდებლო ორგანოში წლიური ანგარიში წარადგინა.

ხორგუანმა კობახიძეს მისთვის დევნილის მიერ დაბარებული კითხვაც დაუსვა.

„თუ არ გაუმართლა და მხოლოდ პენსიაზე ცხოვრობს, არჩევანი უნდა გააკეთოს საკვებსა და წამალს შორის! შეიძლება არ გაუმართლოს და მაღაროელი იყოს, ჯერ ხელფასს არ გადაუხდიან, მერე სამსახურსაც წაართმევენ და ციხეშიც ჩასვამენ!

ახალგაზრდა ქალი იყო, თუ მოძალადეს გადაურჩა, შეიძლება დაუდევრობით მოკლას ექიმმა ვერდაბადებულ შვილებთან ერთად! შეიძლება იყოს დედა, რომელმაც შვილი გაუშვას სახლიდან და ცოცხალი არ დაუბრუნდეს ან ნარკოტიკმა მოგიკლას, ან კრიმინალურმა ბანდამ ან კორუმპირებული მერის გაკეთებულმა შადრევანმა! დიახ, ან გაგიმართლებს ან არ გაგიმართლებს. შეიძლება მუშა იყო, მშენებლობაზე დასაქმდე, მიზერს გიხდიდნენ და ერთ დღეს ყველაფერი დასრულდეს იმით, რომ დაიწერება – დაიღუპა მუშა! დიახ, ჩვენ ქვეყანაში არ გვაქვს სამართლიანი წესრიგი, ამიტომ გეკითხებით, რატომ არ უზრდით დახმარებასა და პენსიას ომის ვეტერანებს, ასე რომ, იწონებთ ეკონომიკის ციფრებით თავს!

გეკითხებით, რატომ აყენებთ შეურაცხყოფას საქართველოს ჯარს, როცა თქვენი პარტიის წევრი დეპუტატი პროპაგანდისტ ბლოგერთან აცხადებს, ჯარი მხოლოდ 5 დღეს გაძლებდაო! დიახ, მშვიდობა უპირველესი ღირებულებაა, მაგრამ არავის გაქვთ უფლება შეურაცხყოფა მიაყენოთ საქართველოს ჯარს, რომლითაც ვამაყობდით, ვამაყობთ და ვიამაყებთ!

რაც შეეხება კორუფციას, შემიძლია კონკრეტული მაგალითები მოგიყვეთ, დიახ, თქვენ დროს არ დაწყებულა ეს პროექტები, მაგრამ ახლა მიმდინარეობს, ხელშეკრულებები მიმდინარეა. მინდა, წაგიკითხოთ ერთი დევნილის კითხვა თქვენთვის, დამაბარა. ეს არის დევნილი, რომელსაც 45 ლარი აქვს წლებია და ვერ გაუზარდეთ. გეკითხებათ, ჰკითხეთ პრემიერს, რომელიც ამბობს, სად არის კორუფციაო – დაბალი ქულა მომანიჭეს, უნდა მიმეღო ბინა, დამპირდნენ და „გადამაგდესო“. უთხარით, დაინტერესდეს, რა ხდება დევნილების ბინების გადანაწილების პროცესში, კორუფციას იქ აუცილებლად იპოვისო“, – განაცხადა ხორგუანმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “2008 წლის ომი დაიწყო სააკაშვილის რეჟიმმა” – ირაკლი კობახიძე
  • “არაერთხელ ვიყავი საოკუპაციო ხაზთან კამერების გარეშე” – ირაკლი კობახიძე
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას ხვალ?

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge