პირველ სამშობიარო კლინიკაში კვლავ ხმაურია. ოჯახის წევრები პაციენტის სხვა კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ, რადგან აღნიშნავენ, რომ ოპერაციის გაკეთების შემდეგ პაციენტის მდგომარეობა დამძიმდა და არასათანადოდ მკურნალობენ.
კერძოდ, განმარტავენ, რომ ახალგაზრდა ქალს, რომელიც 15 დღეა კლინიკაშია, დიალიზის აპარატი სჭირდება, თუმცა „გაფუჭებული აქვთ და ვერ უკეთებენ“.
პირველ სამშობიარო კლინიკაში მობილიზებული იყო პოლიცია.
კლინიკასთან შეკრებილები აღნიშნავენ, რომ 32 წლის გოგო და ოპერაციის შემდგომი გართულებების შედეგად გარდაცვლილი 35 წლის ქალი ნინო მუჯირი ერთ პალატაში იყვნენ, რომლის ოჯახის წევრები მედიკოსების პასუხისმგებლობის დაყენებას ითხოვენ.
