Friday, June 26, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ყალბი სარეცხი ფხვნილების კუსტარული საწარმო გამოავლინა

June 26, 2026
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ყალბი სარეცხი ფხვნილების კუსტარული საწარმო გამოავლინა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურასთან კოორდინაციით ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სხვისი სასაქონლო ნიშნის დიდი ოდენობით უკანონო დამზადება-გამოყენების ფაქტზე, თურქეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ქვემო ქართლის რეგიონში მოწყობილი ჰქონდათ კუსტარული საწარმო. ისინი სისტემატურად ამზადებდნენ სარეცხ ფხვნილებს, რომელთა რეალიზაციასაც ცნობილი ბრენდების – ABC-ს, Ariel-ის, Tide-ისა და Persil-ის სასაქონლო ნიშნების უკანონო გამოყენებით ახდენდნენ.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული, აღნიშნული ბრენდების ყალბი სასაქონლო ნიშნით მარკირებული 1 325 ერთეული სარეცხი ფხვნილი.

გარდა ამისა, ჩხრეკისას აღმოჩენილი და ამოღებულია: ამავე დასახელების ფხვნილების 5 818 ცარიელი პაკეტი, 632 ტომარა დაბალხარისხიანი სარეცხი ფხვნილი, 28 ტომარა მარილი, არომატიზატორები, საღებავები და პროდუქციის წარმოება-შეფუთვისთვის განკუთვნილი ტექნიკური დანადგარები.

ამ ეტაპზე გრძელდება საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები როგორც დანაშაულში ჩართული სხვა პირების გამოვლენა-მხილების, ისე იმ სავაჭრო ობიექტების დადგენის მიზნით, სადაც აღნიშნული პროდუქცია სარეალიზაციოდ იყო განთავსებული.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით.

ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “გამარჯვებამდე მივა ალიანსის გზა, სხვა გზა არ არსებობს…” – რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი
  • როდის დაიწყება ვაზიანში თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობა – კობახიძე ინფორმაციას ავრცელებს
  • “თქვენი ანგარიშით ჩანს, რომ ორი საქართველო არსებობს, ერთი, რომელშიც თქვენ ცხოვრობთ თქვენი ილუზიებით და მეორე, სადაც დანარჩენი საქართველოა” – ხორგუანი კობახიძეს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge