Thursday, June 25, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ონკოპაციენტი ბავშვების მშობლები და მათი ოჯახების წევრები განცხადებას ავრცელებენ

June 25, 2026
ონკოპაციენტი ბავშვების მშობლები და მათი ოჯახების წევრები განცხადებას ავრცელებენ

ლეიკემიის მქონე პაციენტების დისკრედიტაცია, მკურნალობის პროცესში ქიმიოთერაპიის გვერდითი ეფექტის სასაცილოდ წარმოჩენა და ადამიანების პირადი ტრაგედიის „შავ იუმორად“ გარდაქმნა უცენზურო და შეურაცხმყოფელია, – ამის შესახებ ონკოპაციენტი ბავშვების მშობლებისა და მათი ოჯახების წევრების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

საქმე ეხება იუმორისტული შინაარსის ვიდეოს, რომლითაც, ონკოპაციენტების მშობლების აზრით, მკურნალობის შედეგად დამდგარი ვიზუალური დაზიანებები შეურაცხმყოფლად არის წარმოჩენილი.

განცხადების ავტორები გადაცემაში მონაწილე პირებს ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდებენ

„მიუხედავად ჩვენი შვილების უმძიმესი დაავადებებისა და პირადი ტრაგედიებისა, იუმორი არ დაგვიკარგავს და ჩვენც გვეცინება ხარისხიან ხუმრობებზე, მდაბიო იუმორს გვერდს ვუვლით, თუმცა მსგავსი შეურაცხმყოფელი და მკურნალობის შედეგად დამდგარი ვიზუალური დაზიანებების სასაცილოდ წარმოჩენა ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია.

ვგმობთ მსგავს დამცინავ და შეურაცხმყოფელ დამოკიდებულებებს ჩვენი შვილების და თითოეული ონკოპაციენტის მიმართ და გადაცემის ავტორებსა და წამყვანებს, მათ შორის: Betsson sport-ს, გიორგი კალატოზს, ნიკა შევარდნაძეს და მათ კოლეგებს ვთხოვთ, გაიაზრონ და ბოდიში მოუხადონ ყველა იმ ადამიანს, ვისთვისაც ეს ისედაც მტკივნეული თემა შეურაცხყოფად აქციეს”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ:

ნინი მთვარაძე, მარიამ მითაიშვილი, თამუნა ჩახმახაშვილი, ნინო ელბაქიძე, სოფო ელოშვილი, თაკო თეზელაშვილი, ირმა გოგოლაძე, ირმა შენგელია, ინგა იაკობაძე, მეგი წაქაძე, ელზა ფარცვანია, ნათია ხიზამბარელი, ნანიკო ტორონჯაძე, დარეჯან სურმანიძე, ლია მესხიძე, ლალი ნარუშვილი, ანნა სააკაძე, ლელა ლომიძე, მევლუდი ჭულუხაძე, რუსუდან გიორგაძე, ნანა კუბლაშვილი, ბელა შუბითიძე.

„ცნობისთვის, გავრცელდა ვიდეო, სადაც ერთ-ერთ იუმორისტულ გადაცემაში ლეიკემიით დაავადებული პაციენტების თემაზე შესრულებული იუმორისტული სკეტჩია წარმოდგენილი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ქუთაისში მაღაზია გაქურდეს – მოპარულია თამბაქო
  • “მიყვარხარ, საქართველო! დიდი მადლობა” – რას წერს ილია თოფურია
  • დაპირისპირება საზმაუს ბორდის სხდომაზე – ლიკა შავგულიძე-ბასილაიამ და ლაშა ტუღუშმა პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვეს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge