Thursday, June 25, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, „მოქმედების სტრატეგიულ მიმართულებებს“ აყალიბებს

June 25, 2026
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, „მოქმედების სტრატეგიულ მიმართულებებს“ აყალიბებს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, „მოქმედების სტრატეგიულ მიმართულებებს“ აყალიბებს.

როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა წითლიძემ ბრიფინგზე განაცხადა, პარტია რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებელ და მათ ხელშემწყობთა მიმართ მიზნობრივი სანქციების დაწესების მიზნით, საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობას იწყებს.

ამასთან, პარტიის საგარეო გუნდი საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან საგანგებო შეხვედრებს გამართავს.

გარდა ამისა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პროევროპულ ოპოზიციურ ძალებს, არასამთავრობო სექტორსა და სამოქალაქო მოძრაობებს მოუწოდებს, შეიქმნას ერთიანი, კოორდინირებული წინააღმდეგობის პლატფორმა, რომელიც დაუპირისპირდება რეჟიმის მიერ საქართველოს ეროვნული ინტერესების ღალატსა და დანაშაულებრივ უმოქმედობას.

გარდა ამისა, ანა წითლიძე განმარტავს, რომ კიდევ ერთი მიმართულება ეკონომიკური და ჰიბრიდული გავლენების განეიტრალება იქნება.

„საქართველოს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მიმდინარე მოვლენები, კრემლის მიერ ე.წ. „სამოკავშირეო ურთიერთქმედების გაღრმავების“ ახალი სამართლებრივი დოკუმენტების ფორსირება და ოკუპირებული ტერიტორიული ერთეულის ე.წ. „გაერთიანების“ მცდელობა წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს სუვერენული ტერიტორიების ღია, მცოცავი ანექსიის მორიგ ფაზას.

საგანგაშო და ანტისახელმწიფოებრივია თბილისში, „ქართული ოცნების“ დე ფაქტო რეჟიმის სრული პოლიტიკური დუმილი და უმოქმედობა. ეს არ არის „მშვიდობის შენარჩუნების“ პოლიტიკა. ეს არის ოკუპანტის წინაშე, კაპიტულაცია, საგარეო იზოლაციონიზმი და რუსული აგრესიის წინაშე საქართველოს ინტერესების მიზანმიმართული ღალატი.

კრემლი იურიდიულ ანექსიას ახორციელებს ზუსტად იქ და მაშინ, სადაც მას ოკუპირებული საქართველოს დე ფაქტო მმართველი რეჟიმის მხრიდან, შეგნებულად სრული პასიურობა და დანაშაულებრივი უმოქმედობა ხვდება.

სახელმწიფოებრივი ბერკეტების მიტაცებისა და საპარლამენტო დემოკრატიის პარალიზების პირობებში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ აცნობიერებს საკუთარ პასუხისმგებლობას და აყალიბებს მოქმედების შემდეგ სტრატეგიულ მიმართულებებს:

1.საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობა მიზნობრივი და პერსონალური სანქციების დაწესებისთვის – ვინაიდან ხელისუფლება საქართველოს სუვერენიტეტის დასაცავად, შეგნებულად უარს ამბობს დიპლომატიური ბერკეტების გამოყენებაზე, ჩვენ, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების, მათ შორის ევროპის სახალხო პარტიის (EPP) და აშშ-ის კონგრესის მეგობართა ჯგუფების მეშვეობით, ვიწყებთ მუშაობას რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებელ და მათ ხელშემწყობთა მიმართ, მიზნობრივი სანქციების დაწესების მიზნით. სანქციები უნდა შეეხოს ყველა იმ პირს, ვინც მონაწილეობს ცხინვალის რეგიონის ანექსიის იურიდიულ გაფორმებაში.
2.პარტიული და საზოგადოებრივი ძალისხმევის კონსოლიდაცია – ჩვენ ვემიჯნებით ვიწროპარტიულ ამბიციებსა და ამ პროცესების, ნებისმიერი ფორმით პოლიტიკურ მონოპოლიზაციის მცდელობას. მოვუწოდებთ ყველა პროევროპულ ოპოზიციურ ძალას, არასამთავრობო სექტორსა და სამოქალაქო მოძრაობებს, შეიქმნას ერთიანი, კოორდინირებული წინააღმდეგობის პლატფორმა, რომელიც დაუპირისპირდება რეჟიმის მიერ საქართველოს ეროვნული ინტერესების ღალატსა და დანაშაულებრივ უმოქმედობას.
3.დიპლომატიური კორპუსის მობილიზება – პარტიის საგარეო გუნდი გამართავს საგანგებო შეხვედრებს საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან, რათა მათ ოკუპაციის ხაზთან არსებულ ვითარებაზე, დეტალური ინფორმაცია მივაწოდოთ და მოვითხოვოთ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) მანდატის ფარგლებში მონიტორინგის გაძლიერება და საერთაშორისო ინსტიტუტების შესაბამისი რეაგირება.
კიდევ ერთი მიმართულება იქნება ეკონომიკური და ჰიბრიდული გავლენების განეიტრალება.

კაპიტალის მკაცრი კონტროლი: საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან (FATF, აშშ-ის ხაზინა) ერთად, რუსეთიდან შემომავალი ან საქართველოდან რუსეთში გამავალი ფინანსური ნაკადების გაფილტვრა.

ოკუპანტ სახელმწიფოსთან და მის ხელშემწყობთა მიმართებაში, სატრანსპორტო და საბაჟო და სხვა ეკონომიკური ბერკეტების შეგნებულად გამოუყენებლობა და მცოცავ ანექსიასთან შეგუება, საქართველოს ეროვნული ინტერესების ღალატი და დანაშაულია.

ჩვენი უპირველესი მიზანია, საქართველოს მშვიდობიანი გამთლიანება. ჩვენი ამოცანაა, საქართველოს პატრიოტულ საზოგადოებასთან და ჩვენი ქვეყნის მეგობრებთან ერთად, არ დავუშვათ, ოლიგარქ ივანიშვილის დანაშაულებრივი რეჟიმის მიერ, გატარებული მოღალატური პოლიტიკით გამოწვეული, ცივილიზებული სამყაროსგან, საქართველოს სრული იზოლაცია, ისევე როგორც, ოკუპანტი რუსეთის ფედერაციის წინაშე, შეგნებული და მიზანმიმართული კაპიტულაცია. საქართველო აუცილებლად გამთლიანდება!,“ – განაცხადა წითლიძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • პარლამენტმა „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო
  • “მოწმე პოლიციელმა თქვა, რომ თურმე პოლიტიკური ლიდერები ჟესტიკულაციით მოუწოდებდნენ ადამიანებს პარლამენტში შეჭრისკენ” – ბადრი ჯაფარიძე
  • “მინდა მისი მეტსახელიც გავიხსენო…” – რას ამბობს კობახიძე ზურაბიშვილზე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge