Thursday, June 25, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“საქმის მასალებში სრული ქაოსია, 45 ტომია და დღემდე ვერ გავარკვიეთ, აქედან რომელი ვის მიემართება” – ზურაბ ჯაფარიძე ე.წ საბოტაჟის საქმეზე

June 25, 2026
“ელენეს აქვს თურქი ექიმისგან დანიშნულება და ეს უნდა შესრულდეს” – ზურაბ ჯაფარიძე

ე.წ საბოტაჟის საქმის სხდომა არის დახურული და რატომ არის დახურული, სრულიად აუხსნელია. სხდომას არც ხსნიან, მათ შორის არც მედიისთვის და არც საერთაშორისო ორგანიზაციისთვის, რათა დააკვირდნენ პროცესს, როცა ასამართლებენ პრაქტიკულად მთელ პოლიტიკურ სპექტრს. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, ვინ არის მოსამართლე და რა გადაწყვეტილებებს იღებს,- ამის შესახებ ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ერთ-ერთმა ბრალდებულმა, „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, საქმის განმხილველი მოსამართლე, თამარ მახარობლიძე არ აკმაყოფილებს არცერთ შუამდგომლობას, რომელსაც აყენებს დაცვის მხარე და აკმაყოფილებს ყველა შუამდგომლობას, რომელსაც აყენებს პროკურატურა.

„გარდა ამისა, საქმის მასალებში არის სრული ქაოსი, 45 ტომია და დღემდე ვერ გავარკვიეთ, ამ 45 ტომიდან, რომელი ვის მიემართება. გარდა ამისა, სხდომა არის დახურული და რატომ არის დახურული, სრულიად აუხსნელია. სხდომას არც ხსნიან, მათ შორის არც მედიისთვის მარტო და სხდომას არ ხსნიან არც მარტო საერთაშორისო ორგანიზაციისთვის, რათა დააკვირდნენ პროცესს, როცა ასამართლებენ პრაქტიკულად მთელ პოლიტიკურ სპექტრს. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, ვინ არის მოსამართლე და რა გადაწყვეტილებებს იღებს”. განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

მისი თქმით, აქციაზე მას არანაირი მოწოდება არ გაუკეთებია.

„[ბრალდებაში] ადგილმდებარეობის მითითება კი არა, უჭირთ არამარტო იმის თქმა, ვინ, სად იდგა, არამედ რა სიტუაცია იყო – სცენა იყო, მიკროფონი, მეგაფონი იყო, თუ ა.შ. არანაირი მსგავსი [მოწოდების სიტყვები] სიტყვები, ცხადია, მე არ მითქვამს. არ არსებობს მაგის არანაირი მოწმე, მარტო პოლიციელები არიან. მე, როცა ვარ აქციაზე მიღებს 25 კამერა და 50 ტელეფონი. აქ არის საათობით ვიდეოჩანაწერი და ერთი ჩანაწერი დადონ, სადაც მე რამე მსგავსს ვაკეთებ ან ვლაპარაკობ, ერთი ჩანაწერი დადონ! მე კი არა, ბადრი ჯაფარიძეს აბრალებენ სისულელეებს“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ბრალი მიხეილ სააკაშვილს, გიორგი ვაშაძეს, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აქვს წარდგენილი.

უფრო კონკრეტულად, გიორგი ვაშაძეს და ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით წარედგინათ, რაც საბოტაჟს და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს. აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

ელენე ხოშტარიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც საბოტაჟის, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდებას და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.

ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც საბოტაჟს გულისხმობს.

მიხეილ სააკაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებას გულისხმობს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “მინდა მისი მეტსახელიც გავიხსენო…” – რას ამბობს კობახიძე ზურაბიშვილზე
  • “ჩვენთვის მისასალმებელია ნებისმიერი წარმატებული მეწარმის ვიზიტი საქართველოში…” – ირაკლი კობახიძე პაველ დუროვის საქართველოში ვიზიტზე
  • სროლა და ჯგუფური ანგარიშსწორება თბილისში – დაჭრილია ერთი პირი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge