Thursday, June 25, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

პენიტენციური სამსახური ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით პირველ განმარტებას აკეთებს

June 25, 2026
პენიტენციური სამსახური ნანა სანდერს პასუხობს

რატომ არ შეუშვეს ელენე ხოშტარიასთან ციხეში ექიმი – სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი, გიორგი პატარიძე ამტკიცებს, რომ კოალიცია “ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერის მიერ მოთხოვნილი ექიმი რუსთავის მე-5 პენიტენციურ დაწესებულებაში საერთოდ არ მისულა.

გიორგი პატარიძის თქმით, ექიმს მხოლოდ პირადობის მოწმობის ქსერო-ასლი და შესაბამისი დარგის სპეციალობის დამადასტურებელი სერთიფიკატი უნდა წარმოედგინა, რაც არ მომხდარა.

ამასთან, პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელის მტკიცებით, ელენე ხოშტარიას ყველა საჭირო ლაბორატორიული კვლევა ჩაუტარდა და დაავადება, რომელზეც დაკავებულ პოლიტიკოსს ეჭვი ჰქონდა, არ აღმოაჩნდა.

“ეს პროცესი, რაც ზოგადად მიმდინარეობს ელენე ხოშტარიასთან მიმართებით, მართლა უკვე აბსურდის თეატრს ემსგავსება, გამომდინარე იქიდან, რომ მსჯავრდებულის მოთხოვნის შემდეგ მას მყისიერად ჩაუტარდა ყველა საჭირო ლაბორატორიული კვლევა, შესაბამისად ლაბორატორიული კვლევების პასუხები, საბედნიეროდ, არის ასე ვთქვათ უარყოფითი, კონკრეტულად იმ დაავადებასთან მიმართებაში, რომელზეც მსჯავრდებულს ჰქონდა ეჭვი. არანაირი შეფერხება პირადი ექიმის დაშვებასთან დაკავშირებით, მსჯავრდებულთან დაწესებულებაში, არ ყოფილა. მოთხოვნილი იყო ის სავალდებულო, მინიმალური სახის დოკუმენტაცია, ეს მართლაც რომ ღიმილის მომგვრელია, ანუ ეს იყო პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ქსერო-ასლი და შესაბამისი დარგის სპეციალობის დამადასტურებელი სერთიფიკატი, რომელიც ნებისმიერ ექიმს, რა თქმა უნდა, უნდა ჰქონდეს.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, წარმოადგინონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსერო-ასლი და შესაბამისი ექიმის დამადასტურებელი სერთიფიკატი, რომ ეს ექიმი არის შესაბამისი დარგის სპეციალისტი და სულ რაღაც წუთების განმავლობაში მოხდება დაშვება. მას ის დაავადება არ სჭირს, რომელზეც მისი მხარე აპელირებდა.

ექიმი დაწესებულებაში არ მოსულა, ანუ მის მიერ მოთხოვნილი ექიმი ჩვენთან, ნომერ მე-5 პენიტენციურ დაწესებულებაში მოსული არ ყოფილა. მხარის ე.წ. რეკომენდაციით, ის რეალურად წერილი არის მხოლოდ ერთ-ფურცლიანი, რასაც დაინტერესებული მხარე რეკომენდაციას ეძახის.

რა თქმა უნდა არა [მანამდე ელენე ხოშტარიას მხრიდან გამოკვლევებზე მოთხოვნა არ დაფიქსირებულა], მისი მოთხოვნის, ამას ხაზს ვუსვამ, მისი მოთხოვნისამებრ განხორციელდა შესაბამისი ლაბორატორიული კვლევები და არა ერთ გზის,” – ამბობს გიორგი პატარიძე.

ელენე ხოშტარიას ადვოკატი, შოთა თუთბერიძე განმარტავს, რომ მათ ყველა სახის რეკვიზიტი მიაწოდეს იმ ფორმით, რა ფორმითაც შეთანხმდნენ, თუმცა პენიტენციურმა გარკვეულიდ ამატებითი დოკუმენტაცია მოითხოვა.

“გარკვეულ დამატებით დოკუმენტაციას ითხოვს პენიტენციური სამსახური ჩვენგან და ითხოვს ამ დოკუმენტაციის ჩვენგან წარდგენას. რაზეც გვქონდა შეთანხმება აბსოლუტურად ყველა რეკვიზიტი, ექიმის არა მხოლოდ ვინაობა, არამედ საკონტაქტო ინფორმაცია, მათ შორის სამუშაო ადგილის შესახებ იყო მიწოდებული იმ ფორმით, როგორზეც შევთანხმდით. ასევე ექიმთან იყო წინასწარი კონსულტაცია გავლილი და ის მზად იყო განეხორციელებინა.

პენიტენციურმა სამსახურმა რატომღაც გადაწყვიტა, რომ დამატებითი ტვირთი დაეკისრებინა ჩვენი მხარისთვის, დამატებით სპირალში შევყოლოდით ამ ფორმალური გაცვლა-გამოცვლისა. ადამიანი, რომელიც იტანჯება მუდმივად და პრაქტიკულად წამებას უტოლდება მისი მდგომარეობა ციხეში, მუდმივი ტკივილების გამო, ასეთი ადამიანისთვის ექიმის შესვლასთან დაკავშირებული საკითხების გაპრობლემება და დამატებითი ბარიერების დაწესება არ ვიცი ვისი გადაწყვეტილება იყო, იყო არაგონივრული, უკანონო გადაწყვეტილება და უფრო მეტიც, მიუხედავად იმისა ჩვენი მხარე რაიმე ქმედებას განახორციელებს ან რაიმე განცხადებას შეიტანს თუ არა, მათ აქვთ ვალდებულება რომ უზრუნველყონ შესაბამისი სპეციალობის ექიმის ვიზიტი და დიაგნოსტირება ავადმყოფის,” – განაცხადა შოთა თუთბერიძემ.

ცნობისთვის, დაკავებული პოლიტიკოსის ადვოკატის, შოთა თუთბერიძისა და ახლობლების განცხადებით, ციხეში ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარობა გაუარესდა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ჩვენთვის მისასალმებელია ნებისმიერი წარმატებული მეწარმის ვიზიტი საქართველოში…” – ირაკლი კობახიძე პაველ დუროვის საქართველოში ვიზიტზე
  • სროლა და ჯგუფური ანგარიშსწორება თბილისში – დაჭრილია ერთი პირი
  • “რაც შეეხება ტელეკომპანია იმედს და გია აბაშიძეს, თუ ბოდიშს არ მოიხდიან იმ ცილისწამებისთვის, რომელსაც მათი მხრიდან ჰქონდა ადგილი, სასამართლოში ვუჩივლებთ” – ოქტოპუსი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge