ახლახანს გამოვედი ელენესგან. იმაზე მძიმედ დამხვდა ვიდრე წარმომედგინა – ამის შესახებ იურისტი მარიკა არევაძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, “დროას” ლიდერი ცუდად არის და ეს იციან ციხეში.
“იციან გაზომვადი ტკივილის ხარისხი იმ პირველადი კვლევებით, რაც იქვე თავად ჩაატარეს ! იციან და არაფერს აკეთებენ რომ ელენეს ჩაუტარდეს შესაბამისი / საჭირო კვლევები და მკურნალობა.
ცუდად არის, თუმცა მხნეობა და ბრძოლის განწყობა უცვლელი აქვს”- წერს იურისტი.
ელენე ხოშტარიას ადვოკატის, შოთა თუთბერიძის მიერ 17 ივნისს გაკეთებული განცხადების თანახმად, ციხეში “დროას” ლიდერის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.
