შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს:
“2026 წლის გამოსაცდელთა საყურადღებოდ:
გამოცდაზე უნდა გამოცხადდეთ საგამოცდო ბარათზე მითითებულ დროსა და საგამოცდო ცენტრში;
საგამოცდო ბარათზე მითითებულია რეგისტრაციის დაწყების დრო, რომელიც 1 საათი გრძელდება;
დაგვიანების, სხვა საგამოცდო ცენტრში ან არასწორ დღეს გამოცხადების შემთხვევაში გამოცდაზე არ დაიშვებით.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გისურვებთ წარმატებას!” – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
