Wednesday, June 24, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“კორუფცია ყოველთვის იყო, არის და იქნება” – გიორგი გვარაკიძე

June 24, 2026
“კორუფცია ყოველთვის იყო, არის და იქნება” – გიორგი გვარაკიძე

საქართველოში სისტემური კორუფცია არ არსებობს, – ამის შესახებ პარლამენტში გამოსვლისას გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ განაცხადა. მან პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრის, გიორგი შარაშიძის კითხვას უპასუხა, რომელიც ქვეყანაში სისტემური კორუფციის არსებობას შეეხებოდა.

გვარაკიძის თქმით, პროკურატურის მიერ გამოძიებული საქმეები ცალკეული პირების მიერ ჩადენილ დანაშაულებს უკავშირდება და არა სისტემურად ორგანიზებულ კორუფციულ სქემებს. მისივე განმარტებით, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა პროკურატურის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება და უწყება რეაგირებას ახდენს როგორც რიგითი მოქალაქეების, ისე მაღალი თანამდებობის პირებისა და გავლენიანი ფიგურების მხრიდან ჩადენილ დანაშაულებზე.

„სისტემური კორუფცია არ არის ის, რა საქმეებსაც ჩვენ ვიძიებთ – ეს არ ნიშნავს სისტემურ კორუფციას. კორუფცია ყოველთვის იყო, არის და იქნება – ჩვენ ამას ვერ ამოვწურავთ, წარმოუდგენელი საკითხია. სისტემური კორუფცია ნიშნავს, როცა დავალებული აქვს ხელმძღვანელს და ჩაშლილია, რომ ყველამ რაღაც უნდა გააფუჭოს. ჩვენს მიერ გამოძიებული საქმეებისა და იმ შედეგების ხელშესახები შედეგების მიხედვით ჩანს, რომ ადამიანებმა ჩაიდინეს ინდივიდუალური და კონკრეტული დანაშაულები. აქედან გამომდინარე, ეს არ არის სისტემური დანაშაული”, – განაცხადა გვარაკიძემ.

გენერალურმა პროკურორმა ასევე უპასუხა კითხვას, უნდა დადგეს თუ არა იმ ხელმძღვანელი პირების პასუხისმგებლობის საკითხი, რომელთა დაქვემდებარებაში მყოფი საჯარო მოხელეები კორუფციულ დანაშაულებში არიან მხილებული. გვარაკიძის თქმით, საქართველოს კანონმდებლობა კოლექტიურ პასუხისმგებლობას არ ითვალისწინებს და მხოლოდ დაქვემდებარებული თანამშრომლის მიერ ჩადენილი დანაშაული ხელმძღვანელის სისხლისსამართლებრივი დევნის საფუძველი ვერ გახდება.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ჯანმოს დირექტორი საგანგებო განცხადებას ავრცელებს
  • ცხინვალის რუსეთთან მიერთების გეგმა – რას ამბობენ ქსპერტები
  • “იყო პრობლემები”- როგორ ხსნიან “ოცნებაში” 50 მილიონის მანქანების შეძენას

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge