Wednesday, June 24, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

საპენსიო ფონდში იქმნება მექანიზმი, რომელიც არასწორი საპენსიო შენატანების გამო დამსაქმებლისთვის დაკისრებულ ჯარიმებს შეისწავლის

June 24, 2026
საპენსიო ფონდში იქმნება მექანიზმი, რომელიც არასწორი საპენსიო შენატანების გამო დამსაქმებლისთვის დაკისრებულ ჯარიმებს შეისწავლის

საპენსიო ფონდი დამსაქმებელთა მიერ არასწორად დარიცხული საპენსიო შენატანების გამო დაკისრებულ ჯარიმებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ფონდის ცნობით, იქმნება მექანიზმი, რომელიც შეისწავლის აღნიშნულ საკითხებს. ამასთან, როგორც მათ განცხადებაშია აღნიშნული, ფონდი მოუწოდებს დაინტერესებულ პირებს, რომ შესაბამისი განცხადებით მიმართონ ფონდს.

„საქართველოს საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს გადაწყვეტილებით, საპენსიო ფონდში იქმნება მექანიზმი, რომელიც შეისწავლის დამსაქმებელთა მიერ დასმულ საკითხებს, რომლებიც უკავშირდება მათი მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობის შედეგად დაკისრებულ და აღსასრულებლად მიქცეულ ჯარიმებს.

საქართველოს საპენსიო ფონდი მოუწოდებს დაინტერესებულ პირებს, მიმართონ ფონდს განცხადებით.

დამსაქმებლის მიერ წარმოდგენილი განცხადება, თანდართული დოკუმენტაციით, განხილული იქნება მარეგულირებელი კანონმდებლობის შესაბამისად,“ – აღნიშნულია საპენსიო ფონდის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, BPN – ის ინფორმაციით, 2026 წლის იანვარ-მაისში საპენსიო შენატანის განხორციელების/ანაზღაურების ვალდებულების შეუსრულებლობის გამო დაკისრებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჯარიმებიდან ბიუჯეტში 2 587 047 ლარი შევიდა, წინა წლის იანვარ-მაისში კი, მხოლოდ 1 600 ლარი (ზრდა 161 590%). ამასთან, 2025 წელს ჯამურად ამ დარღვევაზე ბიუჯეტში 3 746 564 ლარის აკუმულირება მოხდა.

„გაზრდილი მაჩვენებელი სავარაუდოდ, დაკავშირებულია 2025 წლის მაისში გამკაცრებულ რეგულაციებთან. სწორედ იმ პერიოდიდან შევიდა ძალაში „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილები, რომლის თანახმადაც, ფაქტობრივად გაერთიანდა საპენსიო ფონდის და შემოსავლების სამსახურის ბაზები.

ამასთან, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში საპენსიო ფონდს მონიტორინგის და კომპანიების დაჯარიმების საშუალება მიეცა.

რაც შეეხება სანქციას, დარღვევის პირველ შემთხვევაზე ჯარიმა 500 ლარია, ხოლო წლის განმავლობაში განმეორების შემთხვევაში დამსაქმებელი უკვე 1000 ლარით ჯარიმდება“, – ნათქვამია BPN – ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ჯანმოს დირექტორი საგანგებო განცხადებას ავრცელებს
  • ცხინვალის რუსეთთან მიერთების გეგმა – რას ამბობენ ქსპერტები
  • “იყო პრობლემები”- როგორ ხსნიან “ოცნებაში” 50 მილიონის მანქანების შეძენას

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge